ბოჰემური ცხოვრების მოყვარული 22 წლის ინგლისელი ამომავალი ვარსკვლავი ამის გამო მცირე ხნით დეპრესიაშიც ჩავარდა. მხსნელად მას ახალი ავსტრალიური კლუბი "მელბურნ რებლზი" მოევლინა. სიპრიანი პირველი მორაგბე იყო, ვინც ამ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა. ამ დღეებში ინგლისელს მელბურნში ელოდნენ, მაგრამ ამაოდ.
"ეს წარმოუდგენელია - აღშფოთებას ვერ მალავდა
ძნელი სათქმელია, მართალია თუ არა, მაგრამ ავსტრალიაში ჩაუსვლელობის მიზეზად დენიმ სწორედ ეს პრობლემა დაასახელა. თან ისიც განაცხადა, რომ სრულ მზადყოფნაშია და იმედი აქვს, რომ ეროვნულ ნაკრებშიც დააბრუნებენ.
"თუ კარგად ვითამაშებ იმედი მაქვს, ინგლისის ნაკრებში ჩემს ადგილს მოვნახავ. ჩემი ცხოვრების მიზანი ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად უმაღლესი მწვერვალების დაპყრობაა. მუდამ ამაზე ვოცნებობ. ახლა ეს ოცნება ცოტა შორსაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ფაქტი მაიძულებს, მეტი ვიშრომო.
შემიძლია, საუკეთესო მოთამაშე ვიყო. თუ ამჟამად ნაკრებში მწვრთნელებს არ ვჭირდები, "ზე რაგბის" გათამაშებაში ახალი გუნდის შემადგენლობაში დავამტკიცებ, რომ ეროვნული გუნდისთვის საჭირო ვარ. სამწუხაროა, რომ ექვსი ერისა და "ზე რაგბის" გათამაშების დასაწყისი ერთმანეთს ემთხვევა. ორივე თებერვალში იწყება და, შესაბამისად, ნაკრებში თამაშის საშუალება არ მექნება. არადა, ძალიან მინდა, "პომების" კვართი კიდევ ერთხელ მოვირგო." - თქვა მან ბი ბი სი-სთან საუბრისას.
სიპრიანის მელბურნში მომავალ კვირაში ელოდებიან. ავსტრალიელებს იმედი აქვთ, რომ ინგლისელი ხათაბალას აღარ გადაეყრება.
ამასობაში სიპრიანის ბრწყინვალე მომავალი უწინასწარმეტყველა ინგლისის ნაკრების მგეზავმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ ჯონი ვილკინსონმა.
"დენი სიპრიანის დიდი, უდიდესი მომავალი აქვს - თქვა მან "დეილი ტელეგრაფთან" საუბრისას - ის ავსტრალიაში ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენს. დენი ჯერ ახალგაზრდაა. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა კარიერა "ზე რაგბის" გუნდ "მელბურნ რებლზს" დაუკავშირა. იქ მას თავბრუდამხვევი თავგადასავალი ელის. განვითარდება, დაიხვეწება და, გარწმუნებთ, კარგ ფორმაში მყოფ სიპრიანის ინგლისის ნაკრებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია."