21 წლის მორგან პარა საუკეთესოა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, დავით ზირაქაშვილის თანაგუნდელი, ფრანგული "კლერმონის" ცხრა ნომერი მორგან პარა, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 21 წლის პარამ დიდი წვლილი შეიტანა როგორც "ვულკანების" პირველად გაჩემპიონებაში, ისე საფრანგეთის ნაკრების მიერ ექვსი ერის გათამაშების მოგებაში.

ის ასევე დაასახელეს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში, რომელშიც, სამწუხაროდ, ქართველი მორაგბეები ვერ მოხვდნენ. ჩვენი ლეგიონერები წლეულს უკეთ ირჯებიან, მამუკა გორგოძე, გიორგი ჯღენტი და დავით ზირაქაშვილი მიმდინარე ჩემპიონატში გამორჩეულნი არიან. იმედია, სეზონის დასრულების შემდეგ სიმბოლურ ნაკრებში, რომელიმე მათგანს აუცილებლად ვიხილავთ.

სიმბოლური ნაკრები:
15. კლემან პუატრენო, 14. ვინსან
კლერი, 13. სონი ბილ ვილიამსი, 12. იანიკ ჟოზიონი, 11. მარკ ანდრეუ, 10. ჯონი ვილკინსონი, 9. მორგან პარა. 1. ტომას დომინგო, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკლა მასი, 4. ლიონელ ნალე, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. კრის მასო, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული