დიმიტრი იაშვილი ტურის მოთამაშედ აღიარეს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართული "ჰეინეკენის" თასის გათამაშების პირველი ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ტურის მატჩად შეიძლება მივიჩნიოთ უელსური "ჰლანეჰლისა" და საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონ "პერპინიანის" დაპირისპირება, სადაც გუნდები მაყურებლებს ერთმანეთზე უკეთესი ლელოებით ართობდნენ. სულ ქომაგებმა ცხრა ლელო იხილეს.

დრამატიზმით გამორჩეული კი ინგლისური "ბასის" საშინაო მატჩი იყო ბასკურ "ბიარიცთან". ბასკებმა ქართული წარმოშობის ცხრა ნომრის დიმიტრი იაშვილის ოთხი საჯარიმოს წყალობით მინიმალური სხვაობით - 12:11 გაიმარჯვეს.

"იაში" ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საერთო აზრით, "ბიარიცი" იაშვილით და უმისოდ ორი აბსოლუტურად სხვადასხვა გუნდია. დიმიტრი შესანიშნავ ფორმაშია და, თუ კონდიციების
შენარჩუნება შეძლო, წესით, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა მომავალ წელს ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასზე უნდა იახლოს.

პლანეტრუგბყ-მ "ჰეინეკენის" თასის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ფრანგული კლუბების ხუთი მორაგბე მოხვდა.

სიმბოლური ნაკრები
15. რის პრისტლენდი (ჰლანეჰლი), 14. ისა ნაკევა (ლენსტერი), 13. ტომაზო ბენვენუტი (ბენეტონი), 12. სეილალა მაპუსუა (ლონდონ აირიში), 11. ჟულიენ მალზიო (კლერმონი), 10. სტივენ ჯოუნზი (ჰლანეჰლი), 9. დიმიტრი იაშვილი (ბიარიცი). 1. ვიან დუ პრი (მანსტრი), 2. მეთიუ რისი (ჰლანეჰლი), 3. კენსუს ჯონსტონი (ტულუზი), 4. ჯო ტეკორი (კასტრი), 5. ბობ კესი (ლონდონ აირიში), 6. შონ ობრაიანი (ლენსტერი), 7. იმანოლ არინორდოკი (ბიარიცი), 8. ჯიმი ჰისლიპი (ლენსტერი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული