კანადას კუდმორი დააკლდება

AutoSharing Option
კანადას კუდმორი დააკლდება

კანადის ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" მეორეხაზელი ჯიმი კუდმორი ათკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. დავით ზირაქაშვილის თანაგუნდელმა "ჰეინეკენის" თასის გათამაშების პირველი ტურის მატჩში ინგლისურ "სარასენზთან" მეტოქეს ფეხი სახეში ჩაარტყა, შედეგად, ტუჩი ისე გაუხეთქა, რომ ნაკერების დადება გახდა საჭირო.

დუბლინში გამართულ სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე კუდმორმა დანაშაული უარყო. წესით, დებულება ცხრაკვირიან სასჯელს ითვალისწინებდა, მაგრამ, რადგან კანადელი თავს დამნაშავედ არ სცნობდა, ერთი კვირაც დაუმატეს.

ამრიგად, კუდმორი მოედანზე გამოსვლას მხოლოდ 20 დეკემბრის შემდეგ შეძლებს. 20 ნოემბერს კი კანადის ნაკრებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან თბილისში თამაში თავისი საუკეთესო

მორაგბის გარეშე მოუწევს.


გადაარჩინეთ ლაკვილა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ იტალიის სარაგბო ჩემპიონატის "სუპერ 10"-ში მოასპარეზე "ლაკვილას" 200 ათასი ევრო აჩუქა. ამ კლუბის ფინასური კრიზისი 2009 წლის აპრილში მომხადრი მიწისძვრის შემდეგ დაიწყო, რომელმაც 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამასთან ერთად, ბერლუსკონიმ მოუწოდა ინვესტორებს, დახმარება გაუწიონ ამ უძველესი, ისტორიული ქალაქის გუნდს, რათა შეძლოს მდიდარი სპორტული ტრადიციების შენარჩუნება.

ბერლუსკონის დახმარება, ცხადია, კლუბის ხელმძღვანელებმა სიხარულით მიიღეს, რასაც ოპოზიციაზე ვერაფრით ვიტყვით. მათ პერმიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება პოპულისტურ ნაბიჯად მონათლეს.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ბერლუსკონის პირველი დაინტერესება რაგბით. 1988-96 წლებში მან დაარსა სპორტული საზოგადოება "Pოლისპორტივა Mედიოლანუმ", რომელიც სპორტის ხუთი სხვადასხვა სახეობის გუნდს აერთიანებდა. მათ შორის იყო რაგბის კლუბი "ამატორი მილანოც", რომელშიც თამაშობდნენ რაგბის ისეთი ვარსკვლავები, დიეგო დომინგესი, მასიმო ჯივანელი, დევიდ კემპიზი, ჯეისონ ლითლი და ძმები მასიმო და მარჩელო ჩუტიტები რომ არიან.

ბერლუსკონის მოწოდებას "გადაარჩინეთ ლაკვილა" ჯერ-ჯერობით გამოხმაურება არ მოჰყოლია.


ინგლისელები სოციალური ქსელების წინააღმდეგ

ინგლისის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, 2011 წელს, მსოფლიო თასის მიმდინარეობისას ნაკრების მოთამაშეებს Fაცებოოკ-ისა და თწიტტერ-ის გამოყენება აუკრძალოს.

საკამათო გადაწყვეტილება ინგლისის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა სპორტის სხვა სახეობებში მომხდარი ფაქტებით გაამართლეს. ასე, მაგალითად: მოკრიკეტე კევინ პიტერსენი დააჯარიმეს იმის გამო, რომ თწიტტერ-ზე დადო ინფორმაცია მისი სათადარიგოთა შორის გამწესების თაობაზე. კიდევ ერთი მოკრიკეტე, ჰემფშირელი დიმიტრი მასკარენასი კი დროებით ჩამოაშორეს გუნდს მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ჯეფ მილერის ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენა.

ამასთან, ინგლისის ნაკრების მოთამაშეები იძულებულნი იქნებიან, გააუქმონ სარფიანი ხელშეკრულებები გაზეთებთან, სადაც ისინი არცთუ იშვიათად სვეტებს აქვეყნებდნენ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ აკრძალვას პროფკავშირულმა ორგანიზაცია, "მორაგბეთა ასოციაციამ" უნდა დაუჭიროს მხარი. მათი მოთხოვნით კი, თუ მოთამაშე იძულებულია, ერთ ადგილზე დაკარგოს შემოსავალი, ის უნდა აუნაზღაურდეს სხვა ფორმით. თუნდაც ინგლისის რაგბის კავშირთან გაფორმებული საკონტრაქტო თანხის გაზრდით.

ინგლისის რაგბის კავშირმა ზოგადად მიმოიხილა ის ღონისძიებები, რომლებიც მსოფლიო თასზე სპონსორების ინტერესებს დაიცავს. ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სტადიონიდან ხუთი კილომეტრის რადიუსში აკრძალულია იმ კომპანიის რეკლამის განთავსება, რომელიც მსოფლიო თასის გათამაშების სპონსორი ან პარტნიორი არ არის.

გარკვეული შეზღუდვები შეეხებათ ქომაგებსაც. თუ მათ ქურთუკზე ან მაისურაზე გამოსხული იქნება მსოფლიო თასის ლოგო, ის აუცილებლად უნდა დაფარონ ან სამოსი გაიხადონ. უარის შემთხვევაში ასეთი ქომაგი სტადიონზე არ დაიშვება.

აღსანიშნავია, რომ Fაცებოოკ-ითა და თწიტტერ-ით სარგებლობის აკრძალვა ახალი არ არის. ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ ასეთივე ღონისძიება გაატარა სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის დროს. ამ სოციალური ქსელის გამოყენებას უკრძალავენ თავიანთ მოთამაშეებს საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და სარაგბო კლუბ "ლესტერ ტაიგერზის" ხელმძღვანელებიც.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული