ჩემპიონმა უფლებამოსილება დათმო

AutoSharing Option
"ქარის თასს" ახალი მფლობელი ეყოლება. წლევანდელი რეგულარული გათამაშების გამარჯვებულმა, დურბანის "ნატალ შარქსმა" შინ ნახევარფინალში მეოთხეადგილოსანი, აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი პრეტორიის "ბლუ ბულზი" დაამარცხა - 16:12.

დურბანელთა წარმატება განაპირობა გარემარბ კიგან დენიელის ერთადერთმა ლელომ, რომელიც ახალგაზრდა მგეზავმა პატრიკ ლამბიემ გარდასახა. მის ანგარიშზე კიდევ სამი საჯარიმოა, რაზეც პრეტორიელმა მორნი სტეინმა ოთხით უპასუხა.

მეორე ფინალისტი მეორეადგილოსანი კეიპთაუნის "ვესტერნ პროვანსია", რომელმაც შინ იოლად მოუგო ბლუმფონტეინის "ჩიტაზსს" - 31:7. "დასავლელებმა" უაღრესად მწყობრი, საკმაოდ მაღალი დონის თამაში აჩვენეს. 70-ე წუთისთვის პროვანსელები მშრალი ანგარიშით -31:0-ს იგებდნენ.

კეიპთაუნელებმა
მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, სამივე "ბოკეს" წევრების, ბრაიან ჰაბანას, ფრანსუა ლავის და ხიო ეპლონის ანგარიშზეა. მგეზავმა ვილემ დე ფაალმა ორი გარდასხა და ზედ ოთხი საჯარიმოც მიაყოლა. ფინალი "ნატალ შარქსსა" და "ვესტერნ პროვანსს" შორის 23 ოქტომბერს დურბანში გაიმართება.

ქარის თასი
ნახევარფინალი
ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი 16:12, ვესტერნ პროვანსი-ჩიტაზი 31:7

ფინალი. 23 ოქტომბერი
ნატალ შარქსი-ვესტერნ პროვანსი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული