ევროპაში სმიტისა და დუ პრის გარეშე

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრები მომავალი კვირიდან იოჰანესბურგში შეიკრიბება და ორი კვირის განმავლობაში ნოემბრის ტესტებისთვის მოემზადება. "ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა რამდენიმე ახალბედა გამოიძახა, მათ შორის ყველაზე პერსპექტიულად "ლაიონზის" ამომავალი ვარსკვალავი, ოცი წლის ელტონ იანტისი ითვლება.

სამხრეთაფრიკელ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ყმაწვილი იანტისისთვის ნაკრებში თამაში ჯერ ნაადრევია, თუმცა, როგორც ჩანს, დე ფილიერსს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ის ევროპაში იახლოს.

იანტისის გარდა აღსანიშნავია "ნატალ შარქსის" ორი ახალგაზრდა მორაგბის პატრიკ ლამბიესა და ლვაზი მვოვოს ეროვნულ გუნდში გამოძახება. დე ფილიერსმა ნაკრებში დააბრუნა "ვესტერნ პროვანსის" რვა ნომერი
დუეინ ვერმულენი.

"ბოკეს" ვერაფრით დაეხმარება კაპიტანი ჯონ სმიტი, რომელმაც ახლახან სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. არ იქნება ძირითადი ცხრა ნომერიც, პრეტორიელი ფური დუ პრი, რომელიც ტრავმის გამო ივნისის ტესტებსაც გამოაკლდა.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები
შერკინება: ვილემ ალბერტსი, ბაკის ბოთა, სხალკ ბურხერი, ბისმარკ დუ პლესი, იანი დუ პლესი, დეიან ხრილინხი, ალისტერ ჰარგრეივსი, ეშლი ჯონსონი, რაიან კანკოვსკი, ვერნ კრუხერი, ვიქტორ მეტფილდი, ხერარდ მოსტერტი, ტენდაი მთავარირა, კონი ოსტერჰოიზენი, დიუვალ პოთხიტერი, ჩილიბოი რელეპელე, დენი როსუ, ჟუან სმითი, ადრიან სტრაუსი, პიერ სპისი, დეონ სტიგმანი, სი ჯეი ფან დერ ლინდე, ფილიპ ფან დერ მერვე, დუეინ ვერმულენი.
უკანა ხაზი: ხიო ეპლონი, ბიორნ ბესონი, იან დე იონგი, იან დე ფილიერსი, ბრაიან ჰაბანა, ფრანსუა ჰაუგარი, ადრიან იაკობსი, ელტონ იანტისი, რიკი იანუარი, ზან კირხნერი, პატრიკ ლამბიე, ლვაზი მვოვო, ვინანდ ულიფიე, ჯეი პი პიტერსენი, მორნი სტეინი.

6 ნოემბერი
ირლანდია-სამხრეთ აფრიკა
13 ნოემბერი
უელსი-სამხრეთ აფრიკა
20 ნოემბერი
შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა
27 ნოემბერი
ინგლისი-სამხრეთ აფრიკა


გეთლენდმა შეინი დააბრუნა
ევროპული ბობოლებიდან ნოემბრის ტესტებისთვის ნაკრების შემადგენლობა ყველაზე ადრე უელსმა გამოაქვეყნა. მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა 33 მორაგბეს უხმო. ტრავმების გამო მან მეორეხაზელი ლუკ ჩარტერისი, პირველხაზელი სკოტ ენდი და გარემარბი ჯორჯ ნორსი მოისაკლისა.

სამაგიეროდ, ნაკრებს დაუბრუნდნენ შეინ ვილიამსი, ჯეიმზ ჰუკი, ჯეთინ ჯენკინსი, ტომ შენკლი და მარტინ ვილიამსი.
აღსანიშნავია, რომ უელსელთა ახალზელანდიელმა თავკაცმა ახლახან უელსის რაგბის კავშირთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის ამ ქვეყნის ნაკრებს 2015 წლის მსოფლიო თასზეც უხელმძღვანელებს.

შეგახსნებთ, რომ გეთლენდმა 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ უელსელი გერეთ ჯენკინსი შეცვალა. გეთლენდის ხელმძღვანელობით უელსელები უფრო სწრაფად და ლაღად ათამაშდნენ. სწორედ მის ხელში შეძლო უელსის ნაკრებმა დიდი სლემის, ანუ ექვსი ერის გათამაშების ისე მოგება, რომ ერთი მატჩიც არ წაუგია.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უელსის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს, რომლებიც ყველა პირობას მიქმნიან ნაყოფიერი მუშაობისთვის. ცალკე მადლობის ღირსია უელსელი ქომაგიც, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს ეროვნული ნაკრები და მას ბოლომდე გვერდში უდგას. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მექნება, ამ შესანიშნავ გუნდს ორ მსოფლიო თასზე ვუხელმძღვანელო" - თქვა უორენ გეთლენდმა.

უელსის ნაკრები
შერკინება: ჯეთინ ჯენკინსი, პოლ ჯეიმზი, ადამ ჯოუნზი, ჯონ იაპი, სკოტ ენდრიუსი, მეთიუ რისი, ჰიუ ბენეტი, რიჩარდ ჰიბარდი, ალუნ-ვინ ჯოუნზი, ბრედლი დევისი, დეინოლ ჯოუნზი, იან ჯაჯი, დენ ლაიდეტი, ჯონათან თომასი, რაიან ჯოუნზი, სემ ვარბურტონი, მარტინ ვილიამსი, რობ მაკკუსკერი.
უკანა ხაზი: მაიკ ფილიპსი, რიჩი რისი, ტევის კნოლი, სტივენ ჯოუნზი, დენ ბიგარი, ჯეიმზ ჰუკი, ენდრიუ ბიშოპი, ჯონათან დევისი, რონ შენკლინი, შეინ ვილიამსი, ლეიგ ჰალპფენი, ვილ ჰარისი, ჯორჯ ნორსი, ლი ბაირნი, ტომ პრაიდი.

6 ნოემბერი
უელსი-ავსტრალია
13 ნოემბერი
უელსი-სამხრეთ აფრიკა
19 ნოემბერი
უელსი-ფიჯი
27 ნოემბერი
უელსი-ახალი ზელანდია





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული