ოთხი დებიუტანტი ნარშავებში

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, შოტლანდიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ენდი რობინსონმა იმ 34 მორაგბის სია გააცხადა, რომლებიც ნოემბერში ახლზელანდიელებს, სამხრეთაფრიკელებს და სამოელებს დაუპირისპირდებიან.

რობინსონის განაცხადში ოთხი დებიუტანტია, რიჩარდ ჯექსონი, გრეგ ლიდლოუ, ჯიმი თომპსონი და ჯო ენსბრო. ნოემბრის ტესტებზე ტრავმების გამო "ნარშავებს" ვერ დაეხმარებიან ალისტერ კელოკი, ჯონ ბითი, ნიკ დე ლუკა და საიმონ დენიელი, რომლებმაც ლომის წილი დაიდეს ივნისში მარ დელ პლატაში არგენტინის ნაკრების დამარცხებაში - 13:9.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიის ნაკრები ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, რაც სწორედ არგენტინაში
მიღწეულმა წარმატებამ განაპირობა. რობინსონის მიერ ეროვნულ გუნდში მიწვეული მორაგბეებიდან 14 ლეგიონერია, 12 "ედინბურგიდანაა", ხოლო 8 "გლაზგოს" ღირსებას იცავს.

"ბოლო ოთხი შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ვეცდებით, ნოემბერში წუგებელი სერია შვიდამდე ავიყვანოთ". - თქვა ენდი რობინსონმა

შოტლანდიის ნაკრები
შერკინება: ჯონ ბარკლი, კელი ბრაუნი, გოფ კროსი, ალასდაირ დიკინსონი, როს ფორდი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმი ჰამილტონი, ნათან ჰინესი, ალან იაკობსენი, სკოტ ლაუსონი, მორეი ლავი, ალან მაკდონალდი, სკოტ მაკლოიდი, ევან მურეი, როს რენი, ალასდაირ სტროკოში, რიჩი ვერნონი.
უკანა ხაზი: ჯო ენსბრო, მაი ბლერი, ბენ კაირნსი, მაქს ევანსი, ალექს გროვი, რუარიდ ჯეკსონი, გრეგ ლიდლოუ, რორი ლამონტი, შეან ლამონტი, რორი ლაუსონი, გრემ მორისონი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, ჰუგო საუთვილი, ჯეიმზ თომპსონი, ნიკი ვოლკერი.
13 ნოემბერი
შოტლანდია-ახალი ზელანდია
20 ნოემბერი
შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა
27 ნოემბერი
შოტლანდია-სამოა


ახალი კაცი ვოლაბების სამწვრთნელო შტაბში

ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა 40 მორაგბე ჯერ კიდევ ორი კვირის წინ შეკრიბა და ნოემბრის ტესტებისთვის მზადება დაიწყო. გუშინ კი ორმოცეულიდან ოთხს, ნათან ჩარლზს, მიტჩელ ჩეპმენს, დეივ დენისს და კენი დუგლასს კარისკენ მიუთითა. მის განკარგულებაში ის 36 მორაგბე დარჩა, რომლებიც ნოემბერში გასამართ შვიდ მატჩში ითამაშებენ.

ახლხან ავსტრალიის რაგბის კავშირმა მოკლევადიანი კონტრაქტი გაუფორმა ფილ ბლეიკს, რომელიც "ვოლაბებს" ნოემბრის ტესტებისთვის დაცვაში თამაშში მოამზადებს. ბლეიკი რაგბი ლიგის მოთამაშე იყო და კარიერა 1999 წელს დაასრულა. სამწვრთნელო ასპარეზზე კი 2006 წლიდან გამოვიდა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. ბლეიკი ავსტრალიის ნაკრებში რიჩარდ გრემს შეცვლის, რომელმაც ახლახან კონტრაქტი გააფორმა "ზე რაგბის" გუნდ "ვესტერნ ფორსთან".

რობი დინსს ასევე ასისტენტობას გაუწევენ ჯიმ ვილიამსი და დევიდ ნიკიფორა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებს ავსტრალიის ნაკრები 30 ოქტომბერს ჰონკონგში, ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან მატჩით გახსნის.

ავსტრალიის ნაკრები: ბენ ალექსანდერი, ადამ ეშლი-კუპერი, ბერიკ ბარნსი, ქართლი ბეილი, რიჩარდ ბრაუნი, ლუკ ბარჯესი, ქუადე კუპერი, ბენ დელეი, როდ დევისი, ჰაია ედმონდსი, როკი ელსომი, ანტონი ფაინგაა, საია ფაინგაა, ვილი გენია, მეთ გიტო, სკოტ ჰიგინბოთამი, მეთ ჰოჯსონი, პიტერ ნიესი, ვან ჰემფრიზი, ბრეკინ კარაურია-ჰენრი, სეკოპე კეპუ, რიჩარდ კინგი, სალესი მააფუ, პეტ მაკკაბე, ბენ მაკკალმენი, დრიუ მიტჩელი, სტივენ მური, დენ მამი, ჯეიმზ ოკონორი, პეტ ოკონორი, დევიდ პოკოქი, ბენ რობინსონი, ნათან შარფი, რობ საიმონსი, ჯეიმზ სლიპერი, მეთ ტოომუა.

ნოემბრის ტესტები
30 ოქტომბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია
6 ნოემბერი
უელსი-ავსტრალია
9 ნოემბერი
ლესტერ ტაიგერზი - ავსტრალია
13 ნოემბერი
ინგლისი-ავსტრალია
16 ნოემბერი
მანსტერი-ავსტრალია
20 ნოემბერი
იტალია-ავსტრალია
27 ნოემბერი
საფრანგეთი-ავსტრალია




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული