რუმინელების მთავარი მიზანი მსოფლიოს თასზე მოხვედრაა

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრების უმთავრესი კონკურენტი რუმინეთის ეროვნული გუნდი სტუმრად, შეჯიბრების დებიუტანტთან, ბელგიის ნაკრებთან ითამაშებს, რომელმაც უკვე მოახერხა და რამდენიმე მატჩში დივიზიონის ძველი ბინადრები საკმაოდ ანერვიულა.

"შავი ეშმაკები" დანებებას არც "სტეჯარისთან" დაპირისპირებაში აპირებენ. ეს კარგად ესმის "მუხის ფოთლების" უელსელ მწვრთნელ ლინ ჰოულისს და 29-კაციან, გაფართოებულ შემადგენლობაში ყველა უძლიერეს რუმინელ მორაგბეს უხმო.

გამოძახებულთა შორის წლეულს პირველად მოხვდა შერკინების ქართველი კვაჭი ოთარ ტურაშვილი, რომელსაც ივნისისა და ნოემბრის არც ერთი ტესტი არ გამოუტოვებია.

რუმინული პრესის ინფორმაციით, მიკროტრავმები აწუხებთ მესამეხაზელებს მიჰაი
მაკოვეისა და ოვიდიუ ტონიცას, თუმცა საწვრთნელ შეკრებაზე ისინი მაინც იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში თამაშსაც შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ რუმინელებმა სამი თამაშიდან სამივე მოიგეს და ახლა სატურნირო ცხრილში საქართველოს ნაკრების მერე მეორე ადგილზე არიან.

"სტეჟარის" უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულისმა ერთა თასის განვლილი ეტაპის ანალიზი გააკეთა.

"ცხადია, კარგია, რომ სამი თამაშიდან სამივე მოვიგეთ, მაგრამ გუნდის თამაშში იყო სერიოზული ხარვეზებიც. ხშირად იოლად ვკარგავდით ბურთს, მორაგბეები არ იყვნენ ბოლომდე მობილიზებულნი და თამაშის რაღაც ეტაპზე კონცენტრაციას კარგავდნენ.

პორტუგალიასა და ესპანეთთან კარგად პირველ ტაიმში ვითამაშეთ, რუსეთთან კი პირიქით, მეორე ტაიმი იყო უკეთესი.

დადებითი ის არის, რომ სამი გამარჯვებიდან ორს სტუმრად მივაღწიეთ. ახლა მესამე ბელგიაში უნდა მოვიგოთ, რათა ბოლო მატჩისთვის, საქართველოს ნაკრებთან კარგი განწყობა შევიქმნათ.

ჩვენი მთავარი მიზანი 2015 წლის მსოფლიოს თასზე მოხვედრაა. ბრიუსელში გამარჯვებით ინგლისს მჭიდროდ დავუახლოვდებით"
- თქვა მან.

რუმინეთი

შერკინება: ევგენ კაპატანა, ოთარ ტურაშვილი, ჰორაციო პუნეგა, დანიელ კარპო (ოთხივე-ტიმიშოარა), ანდრეი რადოი, კონსტანტინ პრისტავიტა (ორივე-ბაია მარე), მიჰაი ლაზარი (კასტრი), პაულიკა იონი (ლონდონ ველში), პეტრუ ტამბა (კარდიფი), ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), კორნელ ტატუ, ვიორელ ლუკაჩი (ორივე-სტიაუა), მარიუს სირბე (ტარბი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი), ალექსნადრუ მიტუ (ბუქარესტი), ოვიდიუ ტონიცა (კარკასონი).
უკანა ხაზი: ფლორინ სუურუჯიუ (ბუქარესტი), კიპრიან კაპლესკუ (დინამო), დორინ მანოლე (ორტეზი), იონუც დიმოფტე (რუენი), ფლორინ ვლაიკუ, რობერტ დესკალუ (ორივე-სტიაუა), კრისტიან დინსი, ჩაბა გალი, მიჰაი როსა, იონუც ნიასუ (ოთხივე-ბაია მარე), ადრიან აპოსტოლი (ფარული), კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა).

გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა რუსეთის ნაკრების კიდევ ერთმა უელსელმა მწვრთნელმა კინგსლი ჯოუნზმა.

გუნდში დაბრუნდნენ შერკინების პირველხაზელები: ვალერი და გრიგორი ცნობილაძეები. რუსები შაბათს, ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვების შანსის შენარჩუნებისთვის აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ.

რუსეთი
ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი), პაველ ბუტენკო, დიმიტი გერასიმოვი, იგორ კურაშოვი, ევგენი პრონენკო, იაროსლავ რეჩნევი, ანდრეი ტემნოვი, ვალერი ცნობილაძე, ალექსეი შერბანი (ყველა-ენისეი), ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ კლუჩნიკოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდ იანუშკინი (ხუთივე-ვვა), ნაზირ გასანოვი, ვიქტორ გრესევი, ალექსეი მაკოვეცკი, გრიგორი ცნობილაძე (ოთხივე-კრასნი იარი), მაგომედ დაუდოვი, იური კუშნარიოვი, ვალდიმირ ოსტროუშკო (სამივე-ყუბანი), პაველ კვერნაძე, დიმიტრი მალიაკინი (ორივე-სპარტაკი), კირილ კულემინი (ლონდონ ველში), ანდრეი პოლივალოვი, არტიომ ფატახოვი, სერგეი იანუშკინი (სამივე-აგროუნივერსიტეტი), სერგეი სუგრობოვი (სლავა).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +31 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 5
4. ბელგია 3 0 1 2 -10 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -25 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 3

III ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული