საჯილდაო ქვა ნარშავებისთვის

AutoSharing Option
რომელი გუნდია სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი? 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები? ბეისბოლის ლეგენდა "იანკისი"? მაიკლ ჯორდანის "ჩიკაგო ბულზი"? თუ მადრიდის "რეალი", ეგრეთ წოდებული "გალაქტიკოსი"? ახლი ზელანდიის მორაგებთა ნაკრებზე, ანუ "ოლ ბლექსზე" რას იტყვით? ამ გუნდმა, მას შემდეგ, რაც გრემ ჰენრი წვრთნის, ოფიციალური მატჩების 86 პროცენტი მოიგო. ამაზე უკეთესი შედეგი რაგბის ისტორიაში მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს. ახალზელანდიელებს რეკორდის გაუმჯობესების შესაძლებლობა მომავალ, ნოემბრის ტესტებზე მიეცემათ.

სარეკორდო მატჩი, შესაძლოა, 13 ნოემბერს შოტლანდიასთან დაპირისპირება გამოდგეს. მანამდე 30 ოქტომბერს "ოლ ბლექსმა" ჰონკონგში ავსტრალიის ეროვნული გუნდი, 6
ნოემბერს კი "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრები უნდა დაამარცხოს.

"ნარშავებს" საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ახალი ზელანდიისთვის არასდროს მოუგიათ. მათ აქტივში მხოლოდ ორი ფრეა. ძნელი დასაჯერებელია, რომ შოტლანდიელები ნავსს ახლა მაინც გატეხავენ.

წინა კვირაში "სკოტების" ინგლისელი მწვრთნელი ენდი რობინსონი იმედს გამოთქვამდა, რომ სარეკორდო მატჩს სწორედ "მერიფილდი" უმასპინძლებდა. ეს თამაშს მეტ ელფერს შესძენს, ბრძოლა უფრო საინტერესო იქნებაო.

ყველა თანხმდება ერთზე: შეძლებს თუ არა შოტლანდია წინააღმდეგობის გაწევას, დამოკიდებულია იმაზე, რა შემადგენლობას მოუყრის თავს რობინსონი. მან თქვა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს 12-13 მოთამაშე, ვისაც სასტარტო თხუთმეტეულში დააყენებს. პრობლემური რჩება შერკინების მარჯვენა ბურჯის (#3), შუამარბის (#12) და ფულბეკის (#15) პოზიციები.

რობინსონმა კარგად იცის ახალზელანდიელთა თამაშის სტილი. "ოლ ბლექსი" ხელდახელ ბურთაობას ანიჭებს უპირატესობას, რაც ერთნაირად კარგად ეხერხებათ უკანახაზელებსაც და მორკინალებსაც. მათი თამაში სულ უფო ემსგავსება რაგბი ლიგის ბურთაობას. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეს სონი ბილ ვილიამსის დამსხურებაა.

"რობოს" ერთი გამოსავალი აქვს, აქცენტი გუნდის ძლიერ მხარეზე, შერკინების მობილურ თამაშზე გააკეთოს, ბურთი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს და მეტოქეს მოქმედების არეალი შეუზღუდოს.

"უძნელესი თამაში, დიდი გამოცდა გველის. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, "ოლ ბლექსმა" საკუთარი სათამაშო ხელწერა ვერ გამოიყენოს. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ უნდა ვცადოთ. ამ თამაშში გამოჩნდება, რას წარმოადგენს ჩვენი გუნდი და რა ამბიციებით უნდა გავემგზავროთ მომავალი წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ახალ ზელანდიაში" - თქვა რობინსონმა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, ახალი ზელანდიის დამარცხებაზე ოცნებობს, 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა.

შოტლანდიის ნაკრები
შერკინება: ჯონ ბარკლი, კელი ბრაუნი, ჯოფ კროსი, ალასდაირ დიკინსონი, როს ფორდი, რიჩი გრეი, დაგ ჰალი, ჯიმი ჰამილტონი, ნათან ჰინესი, ალან იაკობსენი, სკოტ ლაუსონი, მური ლოუ, ალან მაკდონალდი, სკოტ მაკკლოიდი, ევან მურეი, როს რენი, ალასდაირ სტროკოში, რიჩი ვერნონი.
უკანა ხაზი: ჯო ენსბრო, მაიკ ბლერი, ბენ კაირნსი, მაქს ევანსი, ალექს გროვი, რარიდ ჯექსონი, გრეგ ლადლოუ, რორი ლამოტი, შონ ლამოტი, რორი ლაუსონი, გრემ მორისონი, დენ პარქსი, კრის პატერსონი, ჰუგო საუთვილი, ჯეიმზ ტომფსონი, ნიკი ვოლკერი.

ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ: ჯონ ბითი, კრის კაზიტერი, საიმონ დანიელი, ნიკ დე ლუკა, ფილ გოდმენი, ალისტერ კელოკი.


კანადას მხოლოდ კუდმორი აკლია
საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტს გამართავს. 20 ნოემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე კანადის ეროვნული ნაკრები იქნება. "ნეკერჩხლის ფოთლების" მთავარმა მწვრთნელმა კინ ქროულიმ ის 30 მორაგბე დაასახელა, ვისაც ევროპულ ტურნეში იახლებს.

დისკვალიფიკაციის გამო კანადის ნაკრებს ვერ დაეხმარება ერთ-ერთი საუკეთსო მოთამაშე, დავით ზირაქაშვილის თანაგუნდელი, შერკინების მეორეხაზელი ჯიმი კუდმორი. სახელოვანი მოთამაშეებიდან მწყობრში არიან შოტლანდიურ "გლაზგო ვორიორზის" მოთამაშე კევინ ტკაჩუკი, უელისის "ნიუპორტის" ფულბეკი მეთ ევანსი და სამხრეთაფრიკული წარმოშობის შუამარბი დენიელ ფან დერ მერვე (გლაზგო ვორიორზი).

შეგახსებთ, რომ კანადელები ევროპაში ოთხ მატჩს გამართავენ ბელგიის, ესპანეთის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ.

კანადის ნაკრები: ნიკ ბლევინსი, ტომ დოლეზელი, ჯერემი კინი, რაიან სმითი, ენდრიუ ტიდმენი (ყველა-პრერიე ვოლფ პექი), მეთ ევანსი (ნიუპორტი), კონორ ბრედი, შონ დუკი, ბრაიან ერიქსენი, მიტჩ ჯაჯონი, რაიან ჰემილტონი, ნათან ჰირაიამა, ჯეისონ მარშალი, პიტ რიორდანი, შონ ვაითი (ყველა-ბეარზი), აარონ კარპენტერი, ტაილერ ჰოტსონი, შონ-მიქაელ სტივენი (სამივე-პლიმუთ ალბიონი), კევინ ტკაჩუკი, დენიელ ფან დერ მერვე (ორივე-გლაზგო), ჯოშ კექსონი (მონ დე მარსანი), კირან ჰორნი, ჩაუნსეი ოტოოლე, ჯოშ ფელენი, ჯობ სინკლერი (ყველა-როკი), ჯეიმზ პრიტჩარდი (ბედფორდი), ფილ მაკენზი (ეშერი), ჯიმი მაკენზი, ტეილორ პარისი, ანდრე მონრო, დენ პლეტჩი (ყველა-ონტარიო ბლუზი), ადამ კლებერგერი, ჯასტინ კოკერი (ორივე-უგუნდო).

6 ნოემბერი: ბელგია-კანადა
13 ნოემბერი: ესპანეთი-კანადა
20 ნოემბერი: საქართველო-კანადა
27 ნოემბერი: პორტუგალია-კანადა






მკითხველის კომენტარები / 1 /
სონი ბილ ვილიამსი შუამარბია, რომელსაც ნაკრებშიც კი არ იძახებენ (ჯერჯერობით) და როგორაა მისი დამსახურება ახალი ზელანდიის სათამაშო სტილი?
დიდი მადლობა სტატიისათვის :)
Jamel
13:24 28-10-2010
0

სიახლეები პოპულარული