გუნდის 22-კაციან განაცხადში არ მოინახა ადგილი სონი ბილ ვილიამსისთვის. არადა, "ოლ ბლექსის" ქომაგები მოუთმენლად ელოდნენ მის დებიუტს ეროვნულ ნაკრებში.
"ვფიქრობ, მისთვის ჯერ ადრეა ასეთი მაღალი დონის მატჩში ეროვნული ნაკრების კვართით თამაში. სონის გარკვეული დრო სჭირდება, მოთამაშეებს რომ შეეწყოს, გაუშინაურდეს, სრულად გაისიგრძეგანოს, რას ნიშნავს ეროვნულ გუნდში თამაში" - თქვა
შეგახსენებთ, სონი ბილ ვილიამსი რაგბიში რაგბი ლიგიდან გადმოვიდა, საკმაოდ ექსცენტრიკული სონისთვის არც პროფესიული კრივის რინგია უცხო. ახალზელანდიელი სპეციალისტები მას ჯონა ლომუს ადარებენ და დიდადაც ეიმედებათ.
ახალზელანდიური რაგბის ამომავალი ვარსკვლავი ეროვნული ნაკრების ევროპულ ტურნეს დაელოდება, იქნებ გრემ ჰენრიმ მოწყალება გაიღოს და რომელიმე ევროპულ ნაკრებთან ათამაშოს.
კარტერის გარდა, რომელიც ეროვნულ გუნდში 75-ე კეპს მოიხვეჭს, მთავარმა მწვრთნელმა "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში დააბრუნა ცხრა ნომერი ჯიმი ქოუანი. ის პირი ვიპუს შეცვლის, რომელმაც IთM-ის თასის გათამაშების ბოლო ტურის მატჩში ფეხი მოიტეხა. ამას გარდა, ტრავმები მოიშუშეს და ავსტრალიასთან ითამაშებენ ფლანკერი ჯერომ კაინო და გარემარბი ჯო როკოთოკო.
ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.
16. ჰიკავერა ელიოტი, 17. ჯონ აფოა, 18. სამუელ ვაითლოქი, 19. დენეილ ბრეიდი, 20. ალბი მეთიუსონი, 21. სტივენ დონალდი, 22. ისაია ტოეავა.
ვარსკვლავებით მოჭედილი უკანა ხაზი
ავსტრალიის ნაკრები ჰონკონგში "ბლედისლოუს თასზე" ახალ ზელანდიასთან სერიოზული ბრძოლისთვის ემზადება. "ვოლაბების" მწვრთნელი რობი დინსი გახარებულია, რომ ერთი თვის წინ სამი ერის თასის ბოლო მატჩში წაგების შემდეგ გუნდს ორი ტრავმამოშუშებული მოთამაშე დაემატა. ესენი არიან პირველხაზელი ბენ ალექსანდერი და გარემარბი დრიუ მიტჩელი.
"მიხარია, ბენ ალექსანდერს ჯანმრთელს და ბრძოლისთვის სრულ მზადყოფნაში რომ ვხედავ. მის გარეშე ჩვენს შერკინებას ძალიან უჭირდა და დარწმუნებული ვარ, ბენი ბევრ პრობლემას გადაგვიჭრის." - თქვა მან.
საკმაოდ სერიოზული დანამატია გარემარბი მიტჩელიც, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან ბლუმფონტეინში მოგებული სამი ერის მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო.
"ვოლაბების" ამჟამინდელ 22-კაციან განაცხადში 13 ისეთი მორაგბეა, რომელმაც 2008 წელს ჰონკონგში ახალ ზელანდიასთან მოგებულ მატჩში ითამაშა. ავსტრალიელებმა ამჯერად თითქმის ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარეს თავი. გამოსარჩევია "ვოლაბების" უკანა ხაზი, რომელიც ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ადამ ეშლი-კუპერი, ჯეიმზ ოკონორი, ქუადე კუპერი, ქართლი ბეილი, მეთ გიტო და ვილი გენია უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან.
"ამ მატჩის მნიშვნელობა მარტო "ბლედისლოუს თასზე" წარმატებული თამაშით არ შემოიფარგლება. მალე ევროპულ ტურნეში უნდა გავემგზავროთ, ამიტომ კარგი სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია" - დასძინა რობი დინსმა.
ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. მარკ ჩისჰოლმი, 5. ნათან შარფი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.
16. საია ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. დენ მამი, 19. რიჩარდ ბრაუნი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ლაკი ტერნერი
ბასტარო ისევ თამაშგარეა
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა ნოემბრის ტესტებისთვის გუნდის 31-კაციანი შემადგენლობა გააცხადა. "ლე ბლეში" ისევ ვერ მოხვდა "სტად ფრანსეს" შუამარბი, გოლიათური აღნაგობის მატიო ბასტარო. პარიზელმა, რომელიც გაზაფხულზე ექვსი ერის გათამაშებაში გუნდში საუკეთსო იყო, საფრანგეთის ნაკრების ივნისის ტესტიც გამოტოვა.
ეროვნულ გუნდში ვერ მოხვდნენ ტულუზელი უკანახაზელები, დავიდ სკრელა, ვინსენ კლერი და კლემან პუატრენო. მათ ნაცვლად ლივერმონმა დამიენ ტრაი, იანიკ ჟოზიონი და დავიდ მარტი იხმო.
ნოემბრის ტესტებზე საფრანგეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილიც, რომელიც,
სავარაუდოდ, სეზონის საუკეთსო მოთამაშის, კლერმონელი მორგან პარას დუბლიორი იქნება.
ლივერმონმა გუნდში სამი დებიუტანტი მიიწვია, იოან უგე (ბაიონი), ფაბრის ესტებანესი (ბრივი) და ჟერომ შუსტერი (პერპინიანი)
საფრანგეთის ნაკრები
შერკინება: ტომა დომინგო, ჟულიენ პიერი, ჟულიენ ბონერი, ალექსანდრ ლაპანდრი (ყველა-კლერმონი), იმანოლ არინორდოკი (ბიარიცი), ფულენსე უედრაოგო (მონპელიე), ჟერომ შუსტერი, ნიკოლა მასი, გულიემ ჟირადო (სამივე-პერპინიანი), ლიც დუკალკონი (კასტრი), ვილიამ სერვა, რომენ მიოშლუსკი, ტიერი დუსოტუარი (სამივე-ტულუზი), დიმიტრი სზარზევსკი, პასკალ პაპე (ორივე-სტად ფრანსე), ლიონელ ნალე, სებასტიან შაბალი (ორივე-მეტრო რასინგი).
უკანა ხაზი: მორგან პარა, ორელიან რუჟერი (ორივე-კლერმონი), დიმიტრი იაშვილი, დამიენ ტრაი (ორივე-ბიარიცი), ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე), ფაბრის ესტებანესი, ალექსის პალისონი (ორივე-ბრივი), იანიკ ჟოზიონი, მაქსიმ მედარი (ორივე-ტულუზი), ჟერომ პორიკალი, დავიდ მარტი (ორივე-პერპინიანი), მარკ ანდრეუ (კასტრი), ჟულიენ არიასი (სტად ფრანსე), იოან უგე (ბაიონი).