დღესდღეობით სამხრეთ აფრიკის ნაკრები შარშანდელზე სუსტია, ტრავმების გამო ისედაც გასაჭირში მყოფმა პიტერ დე ფილიერსმა 13 მოთამაშე მოისაკლისა. ასე რომ, ზურმუხტისფერებს ოპტიმიზმის საფუძველი სწორედაც რომ აქვთ.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბოკემ" "გინესის" სამშობლოში ბოლოს 2000 წელს მოიგო. საერთოდ კი, მსოფლიოს ჩემპიონებს ირლანდიისთვის 2004 წლის შემდეგ არ მოუგიათ.
ერთი სიტყვით, სამხრეთ აფრიკის
სამხრეთ აფრიკა: 15. ხიო ეპლონი, 14. ბიორნ ბესონი, 13. ზან კირხნერი, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იან დუ პლესი, 4. ბაკის ბოთა, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. დეონ სტიგმანი, 7. ჟუან სმითი, 8. პიერ სპისი
16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. კიგან დენიელი, 20. ფრანსუა ჰუგარი, 21. ედი იაკობსი, 22. პატრიკ ლამბიე
დინსი გამარჯვებულის მენტალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს
ავსტრალიის ნაკრების თავკაცი რობი დინსი კარდიფში უელსელებთან თამაშს იგივე შემადგენლობით აპირებს, რომლითაც ერთი კვირის წინ ჰონკონგში "ოლ ბლექსს" დრამატულ მატჩში სძლია. "ვოლაბების" თავკაცს ადვილად შეიძლება გავუგოთ, გამარჯვებულ შემადგენლობას არავინ ცვლის. თანაც, დინსს ხუთი წამყვანი მოთამაშე დააკლდა: რაიან ჯოუნზი, ჯიმი რობერტსი, ჯონათან დევისი, ლი ბირნი და ლი ჰელპფენი, ტრავმირებულნი არიან.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები უელსის შემდეგ ინგლისს, იტალიას და ბოლოს საფრანგეთს ეწვევა.
ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. მარკ ჩისჰოლმი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი
16. საია ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. დეან მამი, 19. რიჩარდ ბრაუნი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ლაკი ტერნერი.