კაპიტანი არინორდოკია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები ნოემბრის ტესტების პირველ მატჩს ფიჯის ნაკრებთან ექსპერიმენტული შემადეგნლობით ითამაშებს. "ლე ბლეს" მთავარმა მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩის ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი დატოვა, რომელსაც კაპიტნის სამკლავურიც ჩააბარა.

გუნდში ორი დებიუტანტია - ფაბრის ესტებანესი და ჟერომ შუსტერი. ლუკ დუკალკონი, ჟულიენ არიასი და ჟერომ პორიკალი ეროვნული ნაკრების კვართს მეორედ მოირგებენ.

სათადარიგოთა შორის დაიკავებს ადგილს ძირითადი ცხრა ნომერი მორგან პარა, მის ნაცვალდ დიმიტრი იაშვილი ითამაშებს. ტრავმირებულები არიან მგეზავები ფრანსუა ტრინ-დუკი და ჯონათან ვიშნევსკი. ფიჯისთან "ლე ბლეს"
შუამარბი დამიენ ტრაი დაგეზავს. დავიდ სკრელა კი, რომელსაც ნაკრებში ბოლო მომენტში უხმეს, სათადარიგო იქნება.

საფრანგეთი: 15. ჟერომ პორიკალი, 14. ჟულიენ არიასი, 13. დავიდ მარტი, 12. ფაბრის ესტებანესი, 11. მაქსიმ მედარი, 10. დამიენ ტრაი, 9. დიმიტრი იაშვილი, 1. ჟერომ შუსტერი, 2. ჟულემ ჟირადო, 3. ლუკ დუკალკონი, 4. რომენ მიო-შლუსკი, 5. ჟერომ ტიონი, 6. ფუენსე უედრაოგო, 7. ალექსანდრ ლაპანდრი, 8. იმანოლ არინორდოკი.

16. ბენჟამინ ნუარო, 17. ტომას დომინგო, 18. ჟულიენ პიერი, 19. სებასტიან შაბალი, 20. მორგან პარა, 21. დავიდ სკრელა, 22. ალექსის პალისონი


ჰართლის გარჯა დაუფასდა
2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ინგლისის ეროვნული გუნდი შაბათს "ვოლაბებს" დაუპირისპირდება. "პომების" მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა. ავსტრალიის ნაკრებთან შერკინების კვაჭის პოზიციაზე სტივ ტომპსონის ნაცვლად დილან ჰართლი ითამაშებს.

"ნორსჰემპთონის" კაპიტანმა ეს ახალ ზელანდიასთან შესანიშნავი თამაშით დაიმსახურა. ის მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ინგლისელთა შერკინების თამაში საგრძნობლად გააძლერა. ამას ისიც დაუმატეთ, რომ "ოლ ბლექსს" ეფექტური ლელოც გაუტანა.
ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ სტუმრებს შერკინებაში პირწმინდად დაჩაგრავენ, ისევე, როგორც ეს ივნისის ტესტებისას მოხდა სიდნეიში. მათი პირველი ხაზი (შერიდანი-ჰართლი-კოლი) მეტოქის ამავე სათამაში რგოლთან შედარებით გაცილებით მრისხანედ გამოიყურება.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მაიკ თინდოლი, 12. შონთაი ჰეპი, 11. მარკ კუეტო, 10. ტობი ფლუდი, 9. ბენ იანგზი. 1. ენდრიუ შერიდანი, 2. დილან ჰართლი, 3. დენ კოლი, 4. კორტნი ლოუ, 5. ტომ პელმერი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ნიკ ისთერი

16. სტივ ტომპსონი, 17. დევიდ ვილსონი, 18. საიმონ შოუ, 19. ენდრიუ ფური, 20. დენ კერი, 21. ჩარლი ჰოჯსონი, 22. დელონ არმითიჯი.


უძღები შვილი დაბრუნდა
სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ბოკეს" ბანაკიდან ბოლო ხანს გამოჟონილი მუდმივად ცუდი ამბები კარგი ინფორმაციით შეიცვალა. გუნდს შეურთდა და უელსის ნაკრებთან მატჩში შუამარბის პოზიციას დაიკავებს პარიზული "მეტრო რასინგის" უკანახაზელი ფრანსუა სტეინი.

"შუამარბის პოზიციაზე ირლანდიის ნაკრებთან მატჩში ზან კირხნერი გამოვცადეთ. მას ცუდად არ უთამაშია, მაგრამ ფრანსუა სტეინი უფრო გამოცდილია. თანაც, როცა ის გუნდში ბრუნდება, მის გარშემო სულ სხვა, ძალიან დადებითი გარემო იქმნება, რაც ნაკრების თამაშზეც აისახება" - თქვა "ბოკეს" თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა.

სამხრეთ აფრიკა: 15. ხიო ეპლონი, 14. ბიორნ ბესონი, 13, ფრანსუა სეტეინი, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იან დუ პლესი, 4. ბაკის ბოთა, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. დეონ სტიგმანი, 7. ჟუან სმითი, 8. პიერ სპისი

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. დენი როსუ, 20. ფრანსუა ჰუგარი, 21. ზან კირხნერი, 22. პატრიკ ლამბიე.









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული