ნარშავებს ბლერი უკაპიტნებს

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდიის ეროვნული გუნდი ნოემბრის ტესტებს 13-ში ედინბურგში "ოლ ბლექსთან" მატჩით გახსნის. "ნარშავებს" ახალზელანდიელთა სახით სერიოზული გამომცდელი ჰყავს.

შოტლანდიის ნაკრებმა ივნისის ტესტებზე სამხრეთ ნახევარსფერო ტრიუმფით მოიარა. ბუენოს აირესში არგენტინის ნაკრები ორჯერ ზედიზედ დაამარცხა. შემთხვევითობა იყო თუ არა ენდი რობინსონის დამოძღვრილი გუნდის ეს წარმატება, "კივებთან" დაპირისპირება გვაჩვენებს.

ამ მატჩში გამოჩნდება, რა პოტენციალი გააჩნია მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდის მეტოქეს და რას უნდა ველოდოთ მისგან. რაც შეეხება უქმეებზე გასამართ მატჩს, რობინსონმა არგენტინული ტრიუმფის შემოქმედ გუნდში მხოლოდ ერთი
ცვლილება განახორციელა. დაშავებული მეორეხაზელის ალისტერ კელოკის ნაცვლად რიჩი გრეი ითამაშებს. კაპიტნის სამკლავურს კი ცხრა ნომერი მაიკ ბლერი ჩაიბარებს.

შოტლანდია: 15. ჰუგო საუთვილი, 14. რორი ლამონტი, 13. მაქს ევანსი, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. მაიკ ბლერი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმ ჰემილტონი, 6. კელი ბრაუნი, 7. ჯონ ბარკლი, 8. რიჩი ვერნონი.

16. სკოტ ლაუსონი, 17. ალასდაირ დიკინსონი, 18. ნათან ჰინესი, 19. როს რენი, 20. რორი ლაუსონი, 21. რარიდ ჯეკსონი, 22. ნიკი ვოლკერი


იტალია-არგენტინა, ლათინთა დერბი

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე მსოფლიო თასზე არგენტინის ეროვნული გუნდი შაბათს ვერონაში "სკუადრა აძურას" დაუპირისპირდება. "პუმებს" ტრავმის გამო ორი წამყვანი მოთამაშე, მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი და მეორეხაზელი პატრისიო ალბასეტე აკლიათ.

ერნანდესს გამოცდილი შუამარბი ფელიპე კონტეპომი შეცვლის, რომლესაც მგეზავის პოზიციზეც არაერთხელ გამოუჩენია თავი. ალბასეტეს ნაცვლდ კი ახალგაზრდა მარინაო გალარსა ითამაშებს.

სრულ მზადყოფნაშია არგენტინელთა მთავარი იარაღი - შერკინების პირველი ხაზი. მარტინ სკელსო, როდრიგო რონსერო და მარიო ლედესმა მსოფლიოში პირველხაზელთა ერთ-ერთი საუკეთესო სამეულია.

არგენტინელები მომავალი მატჩისთვის განსაკუთრებული რუდუნებით ემზადებიან.

"იტალიის ნაკრებთან მატჩი ჩვენთვის ნამდვილი დერბია. "სკუადრა აძურაში" რამდენიმე არგენტინელი თამაშობს. ჩვენი ფელიპე კონტეპომი იტალიური წარმოშობისაა, ამიტომ არგენტინისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება ერთგვარი, ლათინთა დერბია. ჩვენის თამაში მუდამ შეუპოვარ ბრძოლაში მიმდინარეობს და, ვფიქრობ, ამჯერადაც უმძიმესი ბრძოლა გველის" - თქვა მარიო ლედესმამ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 20 ნოემბერს მონპელიეში საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშება, ერთი კვირის თავზე კი დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდება.

არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. გონსალო ტიესი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ლუკას ამოროსინო, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. მარტინ სკელსო, 4. მანუელ კარიზა, 5. მარიანო გალარსა, 6. ხენარო ფესია, 7. მიგელ დე აჩავალი, 8. ხუან ფერნანდეს ლობე


მეალამუ ოთხი კვირით მოკვეთეს

ახალი ზელანდიის ნაკრების შერკინების კვაჭ კევინ მეალამუს ოთხკვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. მიზეზი გასულ უქმეებზე "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთან მატჩში მისი განზრახ უხეშობა გახდა. მეალამუმ "პომების" კაპიტანი ლუის მუდი მაისურით დაიჭირა, თავისკენ მოქაჩა და მერე თავდაღმა დასცა. ეს ფაქტი მსაჯს გამოეპარა, მაგრამშ მატჩის მეთვალყურეს -არა.

ვიდეოფირის რამდენჯერმე ნახვის შემდეგ გადაწყდა, რომ მეალამუ რაგბიდან ოთხი კვირით მოკვეთონ.

ახალზელანდიელები, ცხადია, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან და გადაწყვიტეს, აპელაცია შეიტანონ.

"კევინი ნამდვილი პროფესიონალია, ის არასდროს ყოფილა ბინძური მოთამაშე. ეს დისკვალიფიკაცია მის ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს, ის ამას ნამდვილად არ იმსახურებს.

ვინც მეალამუს იცნობს, კარგად იცის, როგორი ალალია. თუ კევინმა თქვა, ეს მე არ გამიკეთებიაო, ესე იგი, არ გაუკეთებია. ჩვენ მის დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.


აშშ-მ სარასენზთან წააგო

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ლონდონში "სარასენზთან" საკონტროლო მატჩში 6:20 წააგო. ინგლისურმა კლუბმა "პომების" ყოფილი კაპიტნის სტივ ბორტვიკის მეთაურობით გადამწყვეტ უპირატესობას მეორე ნახევარში მიაღწია. პირველი ტაიმი კი ფრედ - 6:6 დამთავრდა.

შეგახსენბთ, რომ აშშ-ისს ნაკრები 27 ნოემბერს "ბორჯღალოსანთა" მეტოქე იქნება, მანამდე კი პორტუგალიისა და შოტლანდიის A ნაკრებებს დაუპირისპირდება.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული