სკუადრა აძურას სექსუალური თილისმა

AutoSharing Option
"ინტერის" ყველაზე სექსუალური გულშემატკივარი მელიტა ტონიოლო სპორტის კიდევ ერთმა სახეობამ, რაგბიმ გაიტაცა. იტალიელი ლამაზმანის არჩევანში გასაკვირი არაფერია - სპორტის ერთერთ ყველაზე ხისტ და ძალისმიერ სახეობაში ხომ უამრავი დაკუნთული და სიმპათიური მამაკაცია. ასეთები კი მელიტას ძალიან მოსწონს.

ტონილოს ახალი გატაცება იტალიის რაგბის ნაკრებს შეუმჩნეველი არ დარჩენია და აი, მელიტა არც მეტი არც ნაკლები, გუნდის თილისმა გახდა.

"ჩვენს ბიჭებს გამარჯვებაში დავეხმარები. რაგბი ძალიან საინტერესო თამაშია და ვამაყობ, რომ მაქვს პატივი ჩვენი გუნდის მაისური ჩავიცვა ", - აცხადებს ტონიოლო.

სავარაუდოდ, ახლა მელიტას იტალიის
ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც მიაქცევენ სათანადო ყურადღებას და ალბათ ლამაზმანი კიდევ ერთი ნაკრების, ამჯერად კი - ბევრად უფრო პოპულარულის, თილისმაც გახდება. ბოლო დროს, ტყავის ბურთის იტალიელი ოსტატები წარმატებებით ვერ ხარობენ და ამჟამად მათთვის თილისმა, თანაც ისეთი მშვენიერი, აშკარად აუცილებელია.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია libero.it-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული