დისკვალიფიცირებული შერკინების კვაჭის კევინ მეალამუს ნაცვლად ჰიკავერა ელიოტი ითამაშებს. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ ცხრა ნომერი ჯიმი ქოუანი და შუამარბი კონრად სმითი, ტრავმირებული გარემარბი ჯო როკოთოკო ისაია ტოეავამ შეცვალა, თავის მე-4 კეპს მოიხვეჭს ახალგაზრდა მესამეხაზელი ლიამ მესამი.
"ოლ ბლექსის" კაპიტანი, მესამეხაზელი რიჩი მაკქოუ და ფულბეკი მალილი მულიაინა ნაკრების კვართს 92-ედ მოირგებენ, რითაც ლეგენდარულ შონ ფიცპატრიკს გაუთანაბრდებიან.
"შოტლანდიის
ახალი ზელანდია: მალილი მულიაინა, 14. ისაია ტოეავა, 13. კონრად სმითი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჰოსე გეარი, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ჰიკავერა ელიოტი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.
16. ენდრიუ ჰორი, 17. ჯონ აფოა, 18. ენტონი ბორიჩი, 19. დენიელ ბრედლი, 20. ენდი ელისი, 21. სტივენ დონალდი, 22. მაა ნონუ.
ბირნი დაბრუნდა, ნორსს დებიუტი აქვს
უელისის ნაკრები შაბათს "მილენიუმზე" სამხრეთაფრიკელთა მწვრთნელ პიტერ დე ფილიერსს კიდევ ერთ გამოცდას მოუწყობს. საამისოდ მასპინძელთა თავკაცმა უორენ გეთლენდმა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მან გარემარბად გაამწესა უელსური რაგბის ამომავალი ვარსკვლავი, 18 წლის ჯორჯ ნორსი, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება.
ფულბეკის პოზიციაზე დაბრუნდა ლი ბირნი, ტრავმირებული სემ ვერბარტონის ნაცვლად კი ითამაშებს მარტინ ვილიამსი, რომელიც "ბოკესთან" მატჩში 97-ე კეპს მიითვლის.
ამის გარდა, გეთლენდმა ნაკრებში უხმო და სათადარიგოთა შორის გაამწესა ორი გამოცდილი მორკინალი რაიან ჯოუნზი და ენდი პაუელი.
უელსი: 15. ლი ბირნი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ტომ შანკლინი, 12. ჟეიმზ ჰუკი, 11. შეინ ვილიამსი, 10. სტივენ ჯოუნზი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთლინ ჯენკინზი, 2. მეთიუ რისი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 5. ბრედლი დევისი, 6. დენ ლიდლეიტი, 7. მარტინ ვილიამსი, 8. ჯონათან თომასი.
16. ჰიუ ბენეტი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. რაიან ჯოუნზი, 19. ენდი პოუელი, 20. რიჩი რისი, 21. ენდრიუ ბიშოპი, 22. კრის სეკაი
ბენვენუტის პირველი კეპი
იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა არგენტინის ნაკრებთან ვერონაში გასამართ მატჩში გარემარბის პოზიცია დებიუტანტ ტომაზო ბენვენუტის მიანდო. ტრევიზოს "ბენეტონის" მოთამაშე "ჰეინეკენის თასის" გათამაშების მატჩებში მთავარი ფიგურა იყო, მან ორ შეხვედრაში ოთხი ლელო გაიტანა და მალეტის ყურადღებაც მიიპყრო.
"ტიფოზების" გასახარად კისრის ტრავმა მოირჩინა და არგენტინელებს დაუპირისპირდება იტალიელთა ლიდერი, მესამეხაზელი სერჯო პარისე.
ცვლილებაა ცხრა ნომრის პოზიციაზეც, სიმონე პიკონეს ნაცვლად ამჯერად ტიტო ტებალდი ითამაშებს. ტრავმა მოიშუშა და ისევ მწყობრშია შერკინების პირველხაზელი მარტინ კასტროჯოვანი.
არის დანაკლისიც: ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა მესამეხაზელი მაურო ბერგამასკო, მისი ადგილი ძირითად შემადგენლბაში რობერტო ბარბიერიმ დაიკავა.
იტალია: 15. ლუკ მაკლინი, 14. ტომაზო ბენვენუტი, 13. გონსალო კანალე, 12. ანდრე მასი, 11. მირკო ბერგამასკო, 10. კრეიგ გოვერი, 9. ტიტო ტებალდი. 1. სალვატორე პერუჯინი, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. მარტინ კასტროჯოვანი, 4. კარლო ანტონიო დელ ფავა, 5. ქვენტინ გელდენჰაუსი, 6. ალესანდრო ძანი, 7. რობერტო ბარბიერი, 8. სერჯო პარისე.
16. ფაბიო ონგარო, 17. ანდრეა ლო ჩიჩერო, 18. სანტიაგო დელაპე, 19. პოლ დერბიშირი, 20. ფაბიო კანავოზიო, 21. ლუჩანო ორკუერა, 22. ალბერტო სგარბი.
მილერი კრიტიკას არ იზიარებს
ნოემბრის ტესტების პირველ ტურში მაყურებელთა მცირე რაოდენობაზე ინგლისურმა მედიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ჩვენი იქაური კოლეგების აზრით, ეს რაგბის პოპულარობის მოკლებაზე მიუთითებს, რაც ტესტების რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული. ისინი ფიქრობენ, რომ თამაშთა მატებამ მათი მნიშვნელობა გააუფასურა და ინტერესმაც ამიტომ იკლო, რასაც, ცხადია, არაფრით ეთანხმება IღB.
"მართალია, "ავივა სთედიუმზე" 20 ათასამდე ადგილი ცარიელი იყო, "თვიქნემზეც" 15 ათასი ბილეთი დარჩა გაუყიდავი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაგბი მთელ მსოფლიოში განუხრელად ვითარდება და ტესტების რაოდენობის ზრდაც ამის ლოგიკური შედეგია.
ამასთან, იგივე "ავივა სთედიუმზე" 53 ათასი მაყურებელი დაესწრო თამაშს. ძალიან ბევრი სახეობის ხელმძღვანელი რას არ გაიღებდა, ტრიბუნებზე 53 ათასი მაყურებელი რომ ჰყავდეს." - თქვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს მაღალჩინოსანმა მაიკ მილერმა.