"პომები" შაბათს "თვიქნემზე" სამოას ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ჯონსონმა კუნძულელებთან თამაშისგან ნაკრების კაპიტანი ლუის მუდი გაანთავისუფლა. კაპიტნის სამკლავური კი მესამეხაზელ ნიკ ისთერს ჩააბარა, რომელიც "პომებს" ბრძოლაში პირველად წარუძღვება.
ინგლისის ნაკრებში დებიუტი ექნება სამხრეთაფრიკული წარმოშობის მესამეხაზელ ენდრიუ ფურის. ჯონსონმა შუამარბის პოზიციზე, დელონ ერმითიჯს და მაიკ თინდოლს, მეთ ბანაჰანი არჩია.
ინგლისელთა ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ცვლილებების მიუხედავად, გუნიდს
ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მეთ ბანაჰანი, 12. შონთაი ჰეპი, 11. მარკ კუეტო, 10. ტობი ფლუდი, 9. ბენ იანგზი. 1. ენდრიუ შერიდანი, 2. დილან ჰართლი, 3. დევიდ ვილსონი, 4. კორტნი ლოუ, 5. ტომ პელემრი, 6. ჯეიმზ ჰესკელი, 7. ენდრიუ ფური, 8. ნიკ ისთერი.
16. სტივ თომპსონი, 17. დევიდ ვილსონი, 18. დეივ ეთვუდი, 19. ტომ კროფტი, 20. დენ კერი, 21. ჩარლი ჰოჯსონი, 22. დელონ ერმითიჯი.
სკუადრა აძურას მაურო დაუბრუნდა
იტალიის ნაკრები შაბათს ფლორენციაში ინგლისის ეროვნული გუნდის მიერ ძლეულ "ვოლაბებს" დაუპირისპირდება. "სკუადრა აძურამ" მგეზავი კრეიგ გროვერი მოისაკლისა. სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მუხლზე ოპერაცია სჭირდება.
იტალიელთა სამხეთაფრიკელმა თავკაცმა ნიკ მალეტმა მის ნაცვლად რიკარდო ბოჩინოს უხმო. თუმცა მის განკარგულებაშია ფრანგული "ბრივის" მგეზავი ლუჩანო ორკუერაც. ნაკრების 25-კაციან განაცხადში არ არის ცხრა ნომერი ტიტო ტებალდი. მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, პაბლო კანავოზიო დაიკავებს.
იტალიელი ქომაგების სასიხარულოდ ნაკრებს დაუბრუნდა მესამეხაზელი მაურო ბერგამასკო, რომელიც რამდენიმე წელიწადია, გუნდის წამყვანი მოთამაშეა. მიკროტრავმა აქვს პირველხაზელ ლეონარდო ჯილარდინის, რომელიც, სავარაუდოდ, თამაშს მაინც შეძლებს.
იტალიის ნაკრები:
შერკნება: რობერტ ბარბიერი, მაურო ბერგამასკო, ლორენცო ჩიტადინი, მარტინ კასტროჯოვანი, კარლო ანტონიო დელ ფავა, სანტიაგო დელაპე, კვენტინ გელდენჰაუსი, ლეონარდო ჯირალდინი, ანდრეა ლო ჩიჩერო, ფაბიო ონგარო, სერჯო პარისე, სალვატორე პერუჯინი, ალესანდრო ძანი, პაულ დერბიშირი, კარლო ფესტუჩა.
უკანა ხაზი: ტომაზო ბენვენუტი, მირკო ბერგამასკო, გონსალო კანალე, პაბლო კანავოზიო, ანდრეა მასი, ლუკ მაკლინი, ლუჩანო ორკუერა, ალბერტო სგარბი, ედუარდო გორი, რიკარდო ბოჩინო.
ნარშავების იმედი ბოლოს კვდება
2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმა ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში ედინბურგში, "ოლ ბლექსთან" დიდი ანგარიშით წააგო - 3:49. "ნარშავებს" მომავალ უქმეებზე არანაკლები გამოცდა ელით. ამჯერად მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკს ნაკრებია, რომელმაც, მართალია, გაჭირვებით, მაგრამ ირლანდიისა და უელსის ნაკრებების დამარცხება მაინც შეძლო.
შოტლანდიის ნაკრების ინგლისელი თავკაცი ენდი რობინსონი იძულებული გახდა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განეხორციელებინა. კაპიტანმა მაიკ ბლერმა ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში ტვინის შერყევა მიიღო და "ბოკესთან" ვერ ითამაშებს. რობინსონმა მის ნაცვლად ცხრა ნომრის პოზიცია და კაპიტნის სამკლაური ტრავმამოშუშებულ რორი ლაუსონს ანდო.
დაშავებულები არიან და სამხრეთ აფრიკასთან თამაშს ვერ შეძლებენ, კრის კაზიტერი, ჯიმი ჰემილთონი და ალასდაირ დიკინსონი. მიუხედავად ამისა, შოტლანდიელთა შერკინების მწვრთნელ გრეგორი თაუნსენდს იმედიანი განწყობა აქვს:
"ახალ ზელანდიასთან მარცხი ჩვენი ბიჭებისთვის კარგი გაკვეთილი იყო. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ სულ ახლახან არგენტინისა და ირლანდიის ნაკრებების დამარცხება შევძელით. რატომ ვერ უნდა მოვუგოთ სამხრეთ აფიკას? მით უფრო, რომ "ბოკე" შორსაა თავისი საუკეთესო ფორმისაგან.
წარმტების მიღწევა რეალურადაა შესაძლებელი. მთავარია, ბეჯითად ვიშრომოთ, მატჩისას ყურადღებით გავისარჯოთ და "ოლ ბლექსთან" დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ" - თქვა მან.
შოტლანდია: 15. უგო საუთვილი, 14. ნიკ უოლკერი, 13. მაქს ევანსი, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. სკოტ მაკლოიდი, 5. რიჩი გრეი, 6. ნათან ჰინესი, 7. ჯონ ბარკლი, 8. კელი ბრაუნი.
16. დაგ ჰალი, 17. მურეი ლოუ, 18. რიჩი ვერნონი, 19. როს რენი, 20. კრეიგ ლადლოუ, 21. რუირიდ ჯეკსონი, 22. კრის პატერსონი
მალეტმა ბარბაროსები გააცხადა
"ბარბაროსებისა" და სამხრეთ აფრიკის ნაკრების დაპირისპირება 4 დეკემბერს ლონდონში, "თვიქნემზე" გაიმართება. "ბარბაროსებს" ამ მატჩში იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი ნიკ მალეტი უთავკაცებს, რომელმაც ახლახან გუნდის შემადგენლობა გააცხადა. ბარბაროსთა რიგებში ყველაზე მეტი ახალზელანდიელი და ავატრალიელი მორაგბეა. მალეტმა არც თავისი გუნდის მოთამაშეები დატოვა ნაწყენი. მან გუნდში ორ მორკინალს, სალვატორე პერუჯინის და კვენტინ გელდენჰაუსს უხმო.
ტრადიციის თანახმად, "ბარბაროსებში" ერთმა ისეთმა მორაგბემ უნდა ითამაშოს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში არასდროს უასპარეზია. ეს პატივი წილად ერგო "ჩიფსის" ახალზელანდიელ მორკინალ კოლინ ბურკს.
ბარბაროსები
შერკინება: კევინ მეალამუ, ნეემია ტიალატა, კრის ჯეკი, ტომ დონელი, როდნი სოოიალო, დანიელ ბრეიდი, კოლინ ბურკი (ყველა-ახალი ზელანდია), სტივენ მური (ავსტრალია), ჯონ ჰეისი (ირლანდია), სალვატორე პერუჯინი, კვენტინ გელდენჰაუსი (ორივე-იტალია), მარტინ ვილიამსი (უელსი).
უკანა ხაზი: ჯეიმზ ოკონორი, დრიუ მიტჩელი, ადამ ეშლი-კუპერი, მეთ გიტო, ვილი გენია (ყველა-ავსტრალია), ჯო როკოთოკო, მაა ნონუ (ორივე-ახალი ზელანდია)