ეს სერიალი მსოფლიოს 170 ქვეყანაში გადაიცემა და სოციალურ ქსელებში, კერძოდ კი, "ფეისბუქზე" 3 მილიონი თაყვანისმცემელი ჰყავს. ტურნირის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ ის იდეალურად მიესადაგება მსოფლიოს თასის თილისმის როლს.
"ბეკეკა შონი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. იმედი გვაქვს, რომ მისი მსოფლიოს თასის თილისმად გამოცხადებით, არა მარტო სპორტის მოყვარულებს, არამედ უამრავ ბავშვსა და მათ მშობლებსაც დავაინტერესებთ, რათა რაგბის დიდ ოჯახში გაერთიანდნენ" - თქვა იდეის ავტორმა შონ კლარკმა.
ცხადია, მოვლენას რაგბის
"ჩვენ პატივი გვაქვს, მივესალმოთ "ბეკეკა შონს" 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე. ეს ტურნირი, რომელსაც უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელის, თავისი მასშტაბით მესამეა უდიდეს სპორტულ ღონისძიებათა შორის.
ცხადია, "ბეკეკა შონის" ამ პროცესში ჩართვა რაგბის მიმართ ბევრი ბიჭუნასა და გოგონას ყურადღებას გაზრდის, რაც საბოლოოდ მას მეტ პოპულარობას მოუტანს და, შესაბამისად, რაგბის პოტენციალიც გაიზრდება".
შეჯიბრების ორგანიზატორები და იდეის ავტორები მომდევნო თვეში "ბეკეკა შონის" კიდევ უფრო აქტიურად გამოყენებისთვის გაირჯებიან. კერძოდ, მათ უნდა მოძებნონ კომპანია, რომელიც დათანხმდება, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების თილისმა გადაიტანოს ტანსაცმელზე, საკანცელარიო საქონელსა და საჩუქრებზე.
ერთი სიტყვით, პრაგმატული ინგლისელები უკვე ფულის საკეთებლად შრომობენ. თავად განსაჯეთ, თუ "ბეკეკა შონს" სამი მილიონი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში, ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი შემოსავალი შეიძლება მიიღონ შეჯიბრების ორგანიზატორებმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"