ლე ბლეს არაფერი ავიწყდება

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების მესამე სათამაშო დღეს ყველაზე მეტ ინტერესს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება იწვევს. თამაში გაიმართება მონპელიეში, სადაც უკვე ორი დღეა გადაუღებლად წვიმს.

საფრანგეთის ნაკრებს 21-ე საუკუნეში "პუმებთან" უარყოფითი ბალანსი აქვს. "ლე ბლემ" ცხრა თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო. განსაკუთრებით მტკივნეული წლეულს, ივნისში, ბუენოს აირესში განცდილი მარცხი იყო. მაშინ არგენტინელებმა მეტოქე სარეკორდო სხვაობით სძლიეს.

არგენტინელები მეტოქეზე უპირატესობას მძლავრი და მობილური შერკინებით აღწევენ. განსაკუთრებით გამორჩეულია პირველი ხაზი (რონსერო, ლედესმა, სკელსო). სამხრეთამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა საფრანგეთში თამაშობს და "ლე ბლეს" მორაგბეთა თამაშის მნერას ბრწყინვალედ
იცნობს. მეტიც, ბევრი მათგანი თანაგუნდლები და, ხშირად, ძალიან ახლო მეგობრებიც არიან.

ერთი სიტყვით, საფრანგეთის ნაკრებმა დროა წარუმეტებელი სერია შეწყვიტოს და საამისო განზრახვა გუნდის ძირითად შემადგენლობასაც ნათლად ეტყობა.

არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონსალო კანალე, 13. გონსალო ტიესი, 12. სანტიაგო როდრიგესი, 11. ლუის ამოროსინო, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. მარტინ სკელსო, 4. მარიო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ჯენარო ფესია, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. მიგელ დე აჩავალი.


ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან
ავსტრალიის ნაკრებისთვის გასული კვირა ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელია მის ისტორიაში. ნოემბრის ტესტების წინ ჰონკონგში, ახალ ზელანდიასთან გამარჯვების შემდეგ ყველა იმედოვნებდა, რომ "ვოლაბები" ტურნეს ტრიუმფით მოივლიდნენ, მაგრამ...

ავსტრალიელთა უბედურება ინგლისში, "თვიქნემიდან" დაიწყო, როცა "პომებმა" სარეკორდო სხვაობით, შესანიშნავ სტილში მოუგეს. მერე იყო დუბლინი, აქ საკლუბო გუნდ "მანსტერთან" შერცხვნენ, იმას დამარცხება არ ერქვა. "ვოლაბებმა" ამაზრზენად ითამაშეს.

...და მოსახდენი მოხდა. ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა უკანა ხაზში ორი საკვანძო ფიგურა, შუამარბი მეთ გიტო და ცხრა ნომერი ვილი გენია, "სკუადრა აძურასთან" მატჩისთვის სათადარიგოთა სკამზე დასვა.

გიტო ბერიკ ბარნსმა შეცვალა, ცხრა ნომრად კი ლუკ ბარჯესი ითამაშებს. დინსს მიაჩნია, რომ ამ მორაგბეებმა ძირითადში ადგილი საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებითა და მუყაითი გარჯით დაიმსახურეს.

ძნელი სათქმელია, რით დაიმსახურა გიტომ დინსის რისხვა. არადა, იტალიის ნაკრები "ვოლაბებისთვის" მეტოქე არაა და მასთან თამაშში თავი ნებისმიერს შეუძლია გამოიჩონოს.

აღსანიშნავია, რომ შუამარბი ადამ ეშლი-კუპერი ნაკრებში 50-ე კეპს მოიხვეჭს. ავსტრალიური რაგბის ისტორიაში ასეთი სულ 35 მორაგბეა.

"ეს შთამბეჭდავი მიღწევაა. ავსტრალიის ნაკრებში ერთი კეპის მოხვეჭა უკვე დიდი ამბავია. ადამმა კი 50 მოაგროვა. ის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, თითქმის შეუცვლელი მოთამაშეა." - თქვა რობი დინსმა.

ამასობაში კი იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელი მწვრთნელი ნიკ მალეტი "ვოლაბებს" სიურპრიზს უმზადებს. მგეზავ ლუჩანო ორკუერას ცხრა ნომრის პოზიციაზე შეუწყვილდება დებიუტანტი ედუარდო გორი, რომლის თამაშიც არა მარტო ავსტრალიელებისთვისაა გამოცანა.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ლაკი ტერნერი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ლუკ ბარჯესი. 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.
16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ბენ რობინსონი, 18. მარკ ჩისჰოლმი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. ვილი გენია, 21. მეთ გიტოს, 22. პიტ მაკკები

დღეს: ირალანდია-ახალი ზელანდია, საფრანგეთი-არგენტინა, შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა, იტალია-ავსტრალია, ინგლისი-სამოა.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული