ბოლოს ეს გუნდები ორი წლის წინ სწორედ დუბლინში შეხვდნენ და მასპინძლებმა რევანშის აღება შეძლეს - 17:3. მას შემდეგ ირალნდიამ ნელ-ნელა თამაშს უკლო. გუნდი ხშირმა ტრავმიანობამ დატანჯა. ნოემბრის ტესტებზე სამყურებმა სამიდან ორი თაამში წააგეს - სამხრეთ აფრიკისა და
მათგან განსხვავებით, "პუმებმა" მხოლოდ ორი შეხევდრა გამართეს, თუმცა ორივეში უმძიმესი ბრძოლა გადახდათ, ჯერ ვერონაში იტალის ეროვნულ გუნდთან, ხოლო შემდეგ მონპელიეში "ლე ბლსეთან". არგენტინელებმა "სკუადრა აძურას" დამარცხება შეძლეს, ფრანგებთან კი წააგეს, თუმცა ისე, რომ მასპინძლებს ლელოს გატანის საშუალება არ მისცეს.
არგენტინის ნაკრები მუდამ ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ, საკმაოდ ხისტ გუნდად მიიჩნეოდა და გამორიცხული არ არის "სამყურებმა" სამხრეთელთაგან მესამე მარცხი იგემონ.
არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. ჰორაციო აგულა, 13. გონსალო ტიესი, 12. მარსელო ბოსხი, 11. ლუკას ამოროსინო, 10. ფელიპე კონტეპომი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რონსერო, 2. მარიო ლედესმა, 3. მარტინ სკელსო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ჯენარო ფესია, 7. ხულიო ფარიას კაბელო, 8. ხუან ფერნანდეს ლობე.
16. აუგუსტინ კრეევი, 17. მარკოს აიერსა, 18. ხუან ფიგალო, 19. სანტიაგო გუზმანი, 20. ალავარო გალინდო, 21. ალფრედო ლალანე, 22. ლუკას ბორხესი.
ირლანდია: 15. გორდონ მერფი, 14. ტომ ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. ენდრიუ ტრიმბლი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. პიტერ სტრინგერი. 1. კიან ჰილი, 2. შეინ კრონინი, 3. ტონი ბაკლი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. მაიკ ოდრისკოლი, 6. სტივენ ფერისი, 7. დევიდ ვოლესი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. დამიენ ვარლეი, 17. ტომ კურტი, 18. დუეინ ტონერი, 19. დენის ლამი, 20. ეოინ რედანი, 21. რონან ოგარა, 22. ქის ეარლზი.
ვოლაბებმა გიტოს ბარნსი ამჯობინეს
ნოემბრის ტესტებზე სხვაზე არანაკლები ინტრიგა ახლავს ავსტრალიის ნაკრების მატჩს პარიზში, "სენ დენიზე" საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან. "ვოლაბებს" მსპინძელთა გუნდთან ხუთი წელიწადია არ წაუგია და ახლაც ყველა ღონეს იხმარს ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად.
რობი დინსის ბიჭებმა ნეომბრის ტესტებზე ინგლისის ნაკრებთან სარეკორდო სხვაობით განიცადეს მარცხი. იმ შეხვედრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა "პომების" მძლავრმა, შესანისნავად მოთამაშე შერკინებამ იქონია. "ლე ბლე" სტუმართა დამარცხებას სწორედ მორკინალებით აპირებს და "ვოლაბების" გაწბილებას ეშურება.
ავსტრალიელთა თავკაცმა, ცხადია, ამის შესახებ კარგად უწყის და თავის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზის იმედი აქვს. დინსმა აქ ერთი ცვლიელბა განახორციელა. მან შუამარბი მეთ გიტო, რომელიც ტურნეში, მეტი რომ არ ვთქვათ, ცუდად გამოიყურება, სათადარიგოთა შორის გაამწესა. მის ადგილს კი ბერიკ ბარნსი დაიკავებს.
უცნაურია, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა მარკ ლივერმონმა 22-კაციან განაცხადში არ შეიყვანა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის ნომინაციაში დასახელებული შერკინების მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი. მის ნაცვლად ექსტრა ვაგანტური სებასტიან შაბალი ითამაშებს.
ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალემნი.
16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ბენ რობინსონი, 18. მარკ ჩისსჰოლმი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. მეთ გიტო, 22. ლაკი ტერნერი.