სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ ასევე ავსტრალიელი, ინგლისელი და სამხრეთაფრიკელი მორაგეებიც. ამ ქვეყნების ნაკრებებმა ტესტებისას არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მსოფლიო რეიტინგის სათავეში ტყუილად არ იმყოფებიან.
სიმბოლური ნაკრები: 15. მალილი მულიაინა (ახალი ზელანდია), 14. მარკ კუეტო (ინგლისი), 13. ადამ ეშლი-კუპერი (ავსტრალია), 12. სონი ბილ ვილიამსი , 11. ხოსე გეარი, 10. დენ კარტერი (სამივე-ახალი ზელანდია), 9.
1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი (ორივე-სამხრეთ აფრიკა), 3. ადამ ჯოუნზი (უელსი), 4. სემ ვაითლოქი (ახალი ზელანდია), 5. ვიქტორ მეტფილდი (სამხრეთ აფრიკა), 6. ჟერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი (სამივე-ახალი ზელანდია)
სამი დებიუტანტი ბოკეში
სამხრეთ აფრიკის ნაკრები ევროპულ ტურნეს შაბათს დაასრულებს. "ბოკე" ლონდონში, "თვიქნემზე" "ბარბაროსებს" ეთამაშებიან. სამხრეთაფრიკელთა თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა ძირითად შემადგენლობაში 12 ცვლილება განახორციელა. მან ძირითად შემადგენლობაში სამი დებიუტანტი შეიყვანა, შუამარბი ანდრიეს სტრაუსი, მგეზავი ელტონ იანტისი და შერკინების ბურჯი კონი ოოსტჰოიზენი.
ტრავმების გამო გუნდს დააკლდებიან იან დე ფილიერსი, იანი დუ პლესი, ბისმარკ დუ პლესი და ზან კირხნერი. თავიანთ ევროპულ გუნდებს დაუბრუნდნენ ფრანსუა სტეინი და რუან პინარი.
სამხრეთ აფრიკა: 15. პატრიკ ლამბიე, 14. ოდვა ნდუნგანე, 13. ედი იაკობსი, 12. ანდრიეს სტრაუსი, 11. ლვაზი მვოვო, 10. ელტონ იანტისი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. კონი ოოსტოიზენი, 2. ადრიან სტრაუსი, 3. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 4. ბაკის ბოთა, 5. ალისტერ ჰარგრეივზი, 6. ვილემ ალბერტსი, 7. ჟუან სმითი, 8. რაიან კანკოვსკი.
16. ბენდისე მაკუ, 17. ტენდაი მთავარირა, 18. ვიქტორ მეტფილდი, 19. ფილიპ ფან დერ მერვე, 20. კიგან დენიელი, 21. კარლ მაკლოიდი, 22. ხიო ეპლონი.