IRB-მ წლის ნომინანტების ვინაობა გააცხადა. 2010 წლის საუკეთესო მორაგბედ ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი, ფლანკერი რიჩი მაკქოუ დასახელდა. "ოლ ბლექსის" ლიდერი ამ ტიტულის მესამედ დაეუფლა. ასეთი პატივი აქამდე არავის რგებია, რაც იმის გარანტიაა, რომ მაკქოუ მსოფლიო რაგბის ისტორიაში, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე შევა.
წლის საუკეთესო მწვრთნელიც ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცი გრემ ჰენრი გახდა. იგი პლანეტის ნომერ პირველ დამრიგებლად მეოთხედ დაასახელს. ლოგიკურია, რომ წლის საუკეთესო გუნდიც ახალი ზელანდიის ნაკრებია. "ოლ ბლექსმა" წლეულს 14 თამაში
მაკქოუმ საკმაოდ სერიოზული კონკურენციას გაუძლო. მას მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეობას თანამემამულე მალილი მულიაინა, ფრანგი იმანოლ არინორდოკი, სამხრეთაფრიკელი ვიქტორ მეტფილდი და ახალგაზრდა ავსტრალიელი ვარსკვლავები დევიდ პოკოქი და ქართლი ბეილი ეცილებოდნენ.
"წლეულს შესანიშნავი სეზონი გვქონდა. ყველამ, მწვრთნელებმაც და მოთამაშეებმაც ნაყოფიერად ვიშრომეთ. ძალიან მიხარია, ასეთი პრესტიჟული ჯოლდოს მფლობელი რომ გავხდი, თუმცა ამას გუნდის გარეშე ვერაფრით მივაღწევდი. ჩემი თანაგუნდელები შესანიშნავი პარტნიორები არიან. ამაყი ვარ, რომ მათთან ერთად თამაშმა მომიწია" - თქვა რიჩი მაკქოუმ.
"დიდი ბედნიერებაა, როცა მუხლჩაუხრელი შრომა გიფასდება. ეს ჯილდო მთელი გუნდის ერთობლივი, ბეჯითი გარჯის შედეგია და ლოგიკურია, რომ "ოლ ბლექსი" წლის გუნდად დაასახელეს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ნაკრების მენეჯერის დერენ შენდის ღვაწლი, რომელიც კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს. ძალიან გამიმართლა, რომ მყავს შესანიშნავი ასისტენტები, რომლებიც უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან.
...და რიჩი მაკქოუ - ბრწყინვალე კაპიტანი. ის ნელ-ნელა იბრუნებს ფორმას და დარწმუნებული ვარ უკეთ ათამაშდება".- დასძინა გრემ ჰენრიმ.
წლის ნომინატები გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ლეგენდარული მორაგბე ჯონ ილზი ხელმძღვანელობდა.
"რიჩი მაკქოუ თანამედროვე რაგბის მშვენებაა. მსოფლიო რაგბის თემს ძალიან გაუმართლა, ასეთი მაღალი დონის მოთამაშე რომ ჰყავს. ის სამაგალითო პიროვნებაა და სამართლიანად დაიმსხურა 2010 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის პრიზი" - თქვა მან.
"წლევანდელი სეზონი გამორჩეული გამოდგა. ამან იმედი ჩაგვისახა, რომ 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში, გუნდები უმაღლესი დონის რაგბის გვაჩვენებენ. რიჩი მაკქოუმ, გრემ ჰენრიმ და ახალი ზელანდიის ნაკრებმა საუკეთესოს წოდება ობიექტრუად დაიმსახურეს" - ეს კი IღB-ს პრეზიდენტის ბერნარ ლაპასეს სიტყვებია.
ახალ ზელანდიას გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც ჰყავს. მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ ჯულიან სავეა გამოარჩიეს. წლის საუკეთესო ქალი მორაგბე გახდა, ასევე ახალზელანდიელი კარლა ჰოეპა. შვიდკაცა რაგბის ყველაზე კარგ მოთამაშედ სამოელი მაიკლ პესამინო მიიჩნიეს.
წლები და საუკეთესო მოთამაშეები:
2001 - ქის ვუდი (ირლანდია), 2002 - ფაბიენ გალტიე (საფრანგეთი), 2003 - ჯონი ვილკინსონი (ინგლისი), 2004 - სხალკ ბურხერი (სამხრეთ აფრიკა), 2005 - დენ კარტერი (ახალი ზელანდია), 2006 - რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია), 2007 - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), 2008 - შეინ ვილიამსი (უელსი), 2009 - რიჩი მაკქოუ (ახალი ზელანდია).
საუკეთესო გუნდები:
2001 - ავსტრალია, 2002 - საფრანგეთი, 2003 - ინგლისი, 2004 - სამხრეთ აფრიკა, 2005 - ახალი ზელანდია, 2006 - ახალი ზელანდია, 2007 - სამხრეთ აფრიკა, 2008 - ახალი ზელანდია, 2009 - სამხრეთ აფრიკა.
საუკეთესო მწვრთნელები:
2001 - როდ მაკქუინი, 2002 - ბერნარ ლაპორტი (საფრანგეთი), 2003 - კლაივ ვუდვორდი (ინგლისი), 2004 - ჯეკ ვაითი (სამხრეთ აფრიკა), 2005 - გრემ ჰენრი (ახალი ზელანდია), 2006 - გრემ ჰენრი (ახალი ზელანდია), 2007 - ჯეკ ვაითი (სამხრეთ აფრიკა), 2008 - გრემ ჰენრი (ახალი ზელანდია), 2009 - დეკლან კიდნი (ირლანდია).
გიტო ბარბაროსების მგეზავი და კაპიტანი
ავსტრალიის ნაკრების შუამარბ მეთ გიტოს, რომელიც "ვოლებების" მწვრთნელმა რობი დინსმა ნოემბრის ტესტების ბოლო ორ შეხვედრაში 22-კაციან შემადგენლობაშიც არ დააყენა, "ბარბაროსების" სამხრეთაფრიკელმა თავკაცმა ნიკ მალეტმა კაპიტნის სამკლაური ანდო. გიტო ხვალ ლონდონში, "თვიქნემზე" სამხრეთ აფრიკასთან მატჩში ჩვეულ პოზიციზე, მგეზავად ითამაშებს.
"ჩემთვის დიდი პატივია და მადლობა მინდა გადავუხადო ნდობისთვის "ბარბაროსების" კლუბის კომიტეტს" - თქვა მეთ გიტომ.
მის გარდა მალეტმა კიდევ ხუთ ავსტრალიელს უხმო და ყველა მათგანი ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ესენია: ჯეიმზ ოკონორი, ადამ ეშლი-კუპერი, დრიუ მიტჩელი, ვილი გენია და სტივენ მური.
ბარბაროსები: 15. ჯეიმზ ოკონორი (ავსტრალია), 14. ჯო როკოთოკო (ახალი ზელანდია), 13. ადამ ეშლი-კუპერი (ავსტრალია), 12. მაა ნონუ (ახალი ზელანდია), 11. დრიუ მიტჩელი, 10. მეთ გიტო, 9. ვილი გენია (სამივე-ავსტრალია). 8. კოლინ ბორკი (ახალი ზელანდია), 7. მარტინ ვილიამსი (უელსი), 6. როდნი სოოიალო, 5. კრის ჯეკი (ორივე-ახალი ზელანდია), 4. ენდრიუ ფან ზილი (სამხრეთ აფრიკა), 3. ნემია ტიალატა (ახალი ზელანდია), 2. სტივენ მური (ავსტრალია), 1. სალვატორე პერუჯინი (იტალია).
16. კევინ მეალამუ (ახალი ზელანდია), 17. ჯონ იაპი (უელსი), 18. კვენტინ გელდენჰაუზი (იტალია), 19. დანეილ ბრეიდი, 20. ენდი ელისი, 21. სტივენ დონალდი (სამივე-ახალი ზელანდია), 22. სერუ რაბენი (ფიჯი).