მაიკ გიბსონი (ირლანდია, კემბრიჯი)
ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ირლანდიელი მორაგბეა. გიბსონმა, რომელიც პროფესიით ადვოკატი გახლდათ, 1964-79 წლებში ეროვნულ ნაკრებში 69 კეპი მოიხვეჭა, რაც იმ დროსითვის რეკორდული მაჩვენებელი
გიბსონის კდიევ ერთ მიღწევად "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში წარმატებული სამხრეთული ტური მიიჩნევა. რაგბიდან ის 1979 წელს წავიდა და იმავე წელიწადს, ერთ-ერთი იყო იმ თხუთმეტ მორაგეს შორის, რომლებიც რაგბის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ჯო როფი (ავსტრალია, ოქსფორდი)
ის ავსტრალიური რაგბის ოქროს ხანაში ეროვნული ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყო. 1999-2001 წლებში ჯო როფმა და კომპანიამ მსოფლიოს თასი და სამი ერის ორი გათამაშება მოიგეს. როფს საკლუბო ასპარზზეც საკმაოდ სერიოზული წარმატებები ჰქონდა. 2001 და 2004 წლებში მან ზე 14-ის გათამაშება მოიგო. შუალედში კი, 2002 წელს, ბასკურ "ბიარიცში" საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ჯომ პროფესიული სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტს მიაშურა, რათა ფილოსოფია, პოლიტიკა და ეკონომიკა შეესწავლა. პირველად მან ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდში 2006 წელს ითამაშა. მომდევნო წელს კი უკვე ამ გუნდის კაპიტანი გახდა და რაგბისაც საბოლოოდ დაემშვიდობა.
რობ ენდრიუ (ინგლისი, კემბრიჯი)
ინგლისური და მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. რობ ენდრიუს დებიუტი "პომების" შემადგენლობაში 1985 წელს რუმინეთის ნაკრებთან მატჩში შედგა. ამას წინ უძღოდა კენბრიჯის უნივერსიტეტის გუნდთან ერთად ზედიზედ საამი გამარჯვება ოქსფორდელებთან დაპირისპირებაში.
რობი იმ დროისთვის ყველაზე ლაღად მოთამაშე, გონებაგახსნილი, ტექნიკური ცხრა ნომერი იყო. მან მსოფლიო თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა, ინგლისის ნაკრებთან ერთად 1991, 1992 და 1995 წლებში დიდი სელმი შეასრულა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ რობ ენდრიუ რაგბიში დარჩა. ის ჯერ "ნიუკასლის" სპოტული დირექტორი იყო. 2006 წელს კი ინგლსის რაგბის კავშირში ელიტური რაგბის დირექტორად დაინიშნა.
გევინ ჰასტინგსი (შოტლანდია, კემბრიჯი)
ის კემბრიჯის უნივერისტეტის გუნდს 1985 წელს კაპიტნობდა. მომდევნო წელს კი ჰასტინგს "ნარშავების" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. "ბიგ გევიმ" 1990 წელს შოტლანიის ნაკრების შემადგენლობაში დიდი სლემი შეასრულა და 1993 წელს, ახალზელანდიურ ტურნეში, "ბრიტანელი ლომების" კაპიტანი გახდა.
ჰასტინგსმა ბუცები ლურსმანზე 1995 წელს ჩამოკიდა, ეს სწორედ ის წელიწადია, როცა ფრანგებთან მატჩში გრეგორ თაუნსენდს გამარჯვების მომტანი ლელო გაატანინა. 26-წლიანი წაგებების სერიის შემდეგ ეს "ნარშავების" პირველი მოგება იყო "ლე ბლესთან".
გევინმა მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა. მისი კარიერის ყველაზე დრამატული მომენტი, 1991 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალში, ინგლისის ნაკრებთან ვერ გატანილი გადამწყვეტი საჯარიმოა. "ნარშავები" დამარცხდნენ და ნახევარფინალში გზა "პომებს" დაუთმეს.
დევიდ კირკი (ახალი ზელანდია, ოქსფორდი)
ის "ოლ ბლექისის" კაპიტანი იყო, როცა ახალზელანდიელებმა 1987 წელს მსოფლიო თასის პირველი გათამაშება მოიგეს. "ოტაგოსა" და "ოქლენდის" ცხრა ნომერი საკმაოდ ჭირვეული ხასითით გამოირჩეოდა. კირკმა უარი განაცხადა სამხრეთ აფრიკაში ნაკრებთან ერთად გამგზავრებაზე, ამ ქვეყანაში გამეფებული აპარტეიდის გამო. თუმცა მოგვიანებით, ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს უკაპიტნა ავსტრალიასთან და საფრანგეთთან მატჩში.
1987 წელს მსოფლიოს თასზე კირკს აშკარად გაუმართლა. ნაკრების მწვრთნელები მას ჯოკ ჰობსს ამჯობინებდნენ, მაგრამ მან შეჯიბრების დაწყების წინ ტრავმა მიიღო. ცხრა ნომრის პოზიცია კირკს ჩაბარეს და მასაც თავი არ დაუზოგავს. "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში ის საუკეთესო იყო, შონ ფიცპატრიკთან ერთად, რომელიც ეროვნულ გუნდში ასევე ტრავმირებული ენდი ჰეიდენის ნაცვლად მოხვდა.
მომდევნო წელს კირკმა გუდა-ნაბადი აიკრა და ოქსფორდს მიაშურა. ის ამ უნივერსიტეტის გუნდის ღირსებას 1987-88 წლებში იცავდა.
დენ ვიკერმანი (ავსტრალია, კემბრიჯი)
მან კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდში პირველად 2008 წელს ითამაშა. ამ დროისთვის ვიკერმანს ავსტრალიის ნაკრებში 54 კეპი ჰქონდა მოხვეჭილი. დენი კემბრიჯში მსოფლიო ეკონომიკის შესწავლითაა დაკავებული და სპორტის საყვარელ სახეობასაც დიდ ყურადღებას უთმობს.
დენ ვიკერმანი შარშან კემბრიჯის უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანი გახლდათ. მაშინ კემბრიჯელებმა ოქსფორდელებს 31:27 მოუგეს. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ სურს ავტრალიაში დაბრუნდეს, რათა 2011 წლის მსოფლიო თასზე იასპარეზოს.