რელეპელეს და ბესონს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მოთამაშეებს ჩილიბოი რელეპელეს და ბიორნ ბესონს სერიოზული სასჯელი ემუქრებათ. "ბოკეს" ამ მოთამაშეებს 6 ნოემბერს ირლანდიის ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ - 23:21, დოპინგ კონტროლისას სისხლში აკრძალული პრეპარატი მეთილჰექსანეამინი აღმოუჩინეს.

ორივე მოთამაშე სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა უმალვე სამშობლოში დააბრუნა. ახლახან შAღU-მ (სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი) მიიღო განმეორებითი ანალიზის შედეგი, რომელიც პირველს ადასტურებს.

"ორივე მოთამაშეს აკრძალული პრეპარატის მიღება დაუდასტურდა. ახლა დამატებით გამოძიებას ჩვენ ჩავატარებთ და უახლოეს დღეებში დავნიშნავთ ტრიბუნალის გამართვის თარიღს, სადაც ჩილიბოი რელეპელესა და ბიორნ ბესონის
საქმეს განვიხილავთ," - ნათქვამია სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

აღსანიშნავია, რომ დოპინ ტესტების შედეგებმა რელეპელესა და ბესონის აღშფოთება გამოიწვია. ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ აკრძალული პრეპარატის გამოყენებას, თუმცა აღიარებდნენ, რომ საკვების მიღებისას მთელი გუნდი გარკვეულ დანამატებს იღებდა. როგორც გაირკვა, დოპინგ ტესტებზე რელეპელესა და ბესონის ჩავარდნის შემდეგ, "ბოკეს" ექიმები მოთამაშეებს ამ დანამატებს აღარ აძლევდნენ. სავარაუდოდ, ტრიბუნალზე ამ ფაქტზეც იმსჯელებენ, თუმცა მორაგბეები დისკვალიფიკაციას ვერაფრით გადაურჩებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული