პერპინიანი VS მეტრო რასინგი კამპ ნოუზე

AutoSharing Option
საფრანგეთის რაგბის ნაციონალურმა ლიგამ (LNR) გადაწყვიტა საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩი 15 აპრილს "პერპინიანსა" და პარიზულ "მეტრო რასინგს" შორის ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" გამართოს.

ამ საკითხის მოსაგვარებლად ბარსელონაში საფრანგეთის რაგბის ფედერაციისა და "პერპინიანის" პრეზიდენტი პოლ გოზი და ტელეკომპანია "კანალ პლუსის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მოლაპარაკება გამართეს "ბარსელონას" პრეზიდენტ სანდრო როსელთან, რომელიც ამ შემთხვევაში "კამპ ნოუს" მოიჯარადეა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას "კამპ ნოუს" სტადიონი 98 ათას მაყურებელს იტევს, მაშინ, როცა პერპინიანში "ემე ჟირალის" სტადიონზე 15 ათასი კაცი ეტევა. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ "კამპ ნოუს"
გაავსებენ, რადგან "პერპინიანი" ერთადერთი უმაღლესი დონის კატალონიური გუნდია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის და 15 აპრილს სწორედ უშუალო კონკურენტს ხვდება.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული