ახალ ზელანდიაში 85 ათას ფანს ელიან

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებისთვის მზადება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ახალ ზელანდიაში გასამართი ტურნირი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. 2011 წლის მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარტინ სნედენმა განაცხადა, რომ დღესდღეობით 864 ათასი ბილეთია გაყიდული, რაც საერთო ჯამში 122 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულებისაა.

"ჩვენი მიზანია საბოლოოდ 268 მილიონი დოლარის ბილეთების გაყიდვა, რაც მიგვაჩნია, რომ სავსებით შესაძლებლია. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ მსოფლიოს თასის მატჩებზე დასწრების სურვილი უკვე 85 ათასმა  რაგბის უცხოელმა ქომაგმა გამოთქვა", - თქვა მარტინ სნედენმა.

შ.პ.ს. "მსოფლიოს
თასის" აღმასრულებელი დირექტორი მაიკ მილერი ახალ ზელანდიაში მიმდინარე სამზადისით კმაყოფილია.

"ვხედავ, რომ ახალზელანდიელები ყველაფერს აკეთებენ, რათა მსოფლიოს თასის გათამაშება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. საქმე მხოლოდ სპორტულ ასპარეზობას არ ეხება. ახალი ზელანდიის სტუმრებს ბევრი საინტერესო და სასიამოვნო ელოდებათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსაგვსი მასშტაბის ღონისძიება ამ ქვეყანაში აქამდე არასდროს გამართულა", - თქვა მან.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული