კირან რიდი საუკეთესოა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ოქლენდში სეზონი შეაჯამა. საოცარია, მაგრამ ახალზელანდიელებმა წლის საუკეთესო მოთამაშედ მესამეხაზელი, რვა ნომერი კირან რიდი დაასახელეს. უცნაური კი ისაა, რომ ახალზელანდიელებმა ის IRB-ს მიერ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეზე რიჩი მაკქოუზე წინ დააყენეს.

25 წლის რიდს, რომელმაც წლევანდელი სეზონი მართლაც შესანიშნავად ჩაატარა, გამოკითხვაში კონკურენციას სწორედ მაკქოუ და მეორეხაზელი ბრედ თორნი უწევდნენ.

საუკეთესო ქალი მორაგბის ნომინაციაში ახალზელანდიელთა და IRB-ს ვერსიები დაემთხვა. კარლა ჰოჰეპას კონკურენტი არ ჰყავდა.

საკმაოდ უცნაური ჩანს საუკეთესო მწვრთნელად გორდონ თითჯენსის არჩევაც, რომელმაც ახალი ზელანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრებს
კეთილი ნების თამაშები მოაგებინა. თითჯენსი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულ გრემ ჰენრის ამჯობინეს, რომლის ხელმძღვანელობითაც "ოლ ბლექსმა" ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ ლიაკი მოლი დაასახელეს, კურტ ბეიკერი კი ყველაზე ძლიერ მეშვიდკაცედ აღიარეს. ახალზელანდიური რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური ჯილდო გადასცეს მხცოვან ტელეკომენტატორ ქის ქვინანს.

დაჯილდოებისას არ დავიწყებიათ რიჩი მაკქოუსა და მალილი მულიაინას მიერ დამყარებული რეკორდიც. მათ ეროვნულ ნაკრებში 94-94 კეპი დაუგროვდათ.

ზე 14-ის გათამაშების საუკეთესო ახალზელანდიელ მორაგბედ ცხრა ნომერი ელბი მეთიუსონი აღიარეს. მაორებს შორის კი პირველობა არავის დაუთმო ჰოსე გეარმა. ყველაზე ობიექტურ არბიტრად ბრაის ლოურენსი დაასახელეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული