მონპელიე და ბრივი ანგარიშს ჩააბარებენ

AutoSharing Option
საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის (LNR) საფინანსო კომიტეტმა ელიტური, პირველი დივიზიონის ოთხი გუნდის ფინანსური მდგომარეობის შემოწმება გადაწყვიტა.

"სტად ფრანსესა" და "ბურგუენთან" ერთად, კლუბის ფინანსებზე ანგარიში უნდა წარადგინონ დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივის" და მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" ხელმძღვანელებმა.

ყოველდღიური სარაგბო გაზეთის, "მიდი ოლიმპიკის" ინფორმაციით, საქმე ეხება ამ კლუბების იმ დავალიანების გასტუმრებას, რომელიც ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში დაუგროვდათ. "სტად ფრანსეს" და "მონპელიეს" წესით პრობლემები მოგვარებული უნდა ჰქონდეთ, აი, "ბრივისა" და "ბურგუენის" საქმე კი
უფრო რთულადაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული