ავსტრალიამ პოქოკი აირჩია

AutoSharing Option
"ვოლაბების" მესამეხაზელი დევიდ პოქოკი ავსტრალიის რაგბის კავშირის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. გამოკითხვაში მონაწილეობა თავად მოთამაშეებმა მიიღეს. პოქოკმა უკან ჩამოიტოვა ადამ ეშლი-კუპერი, ქუადე კუპერი, ნათან შარფი და ვილი გენია.

"მზად ვარ, წლეულს მიღებული ყველა პრიზი და ჯილდო მსოფლიოს თასზე გავცვალო. მსოფლიოს ჩემპიონობა ყველა მორაგბის ოცნებაა. წლეულს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ნაკრების თამაშში ოდნავი პროგრესი შეინიშნება, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ იმ მდგომარეობისაგან, რომელშიც, წესით, ავსტრალიის ნაკრები უნდა იმყოფებოდეს.

მომავალი წელიწადი მსოფლიოს თასისაა და ამიტომ, კიდევ მეტი უნდა
ვივარჯიშოთ. საკმაოდ დატვირთული, საინტერსო სეზონი გველის . ჯერ ზე რაგბის გათამაშება იქნება, მერე სამი ერის ბატალიები. ორივე ტურნირი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ", - თქვა დევიდ პოქოკმა.

ზიმბაბვეში დაბადებულმა 22 წლის პოქოკმა ახლახან საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა. ფონდი ეხმარება იმ ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებიდან არიან.

"გაოცებული დავრჩი, ამ საქმეში ავსტრალიური რაგბის თემის მხარდაჭერით. ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა. რაგბიდან თავსიუფალ დროს მთლიანად ფონდის საქმიანობას ვუთმობ და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ",- თქვა მან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული