ოკონელი ოთხი კვირით დასაჯეს

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი პოლ ოკონელი ევროთასების ორგანიზატორებმა ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. "ჰეინეკენის თასის" გათამაშების მესამე ტურის მატჩში, ირალნდიურ "მანსტერსა" და უელსურ "ოსფრიზს" შორის, ოკონელი განზრახ ბინძურად ეთამაშა მეტოქეს, მესამეხაზელ ჯონათან ტომასს.

ოკონელის საქმე განიხილა ჯეფ ბეკეტმა, რომელმაც დაადგინა, რომ ირლანდიელმა მეტოქეს ტრავმა განზრახ მიაყენა. აღსანიშნავია, რომ ცხრათვიანი მკურნალობის შემდეგ "ოსფრიზსთან" მატჩი ოკონელისთვის პირველი იყო

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გამო "მანსტერის" ხელმძღვანელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. ოკონელი დისკვალიფიკაციის გამო 15 იანვარს "ტულონთან" მატჩს გამოტოვებს, რომელიც, შესაძლოა, ირლანდიური გუნდისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სამაგიეროდ, ის 5 თებერვალს,
იტალიასთან ექვსი ერის პირველ მატჩში თამაშს შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული