ბრივი ვალს ივნისში გადაიხდის

AutoSharing Option
საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის საფინანსო კომიტეტმა ელიტური, პირველი დივიზიონის ოთხი გუნდის ფინანსური მდგომარეობა შეამოწმა. "სტად ფრანსესა" და "ბურგუენთან" ერთად, კლუბის ფინანსებზე ანგარიში დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივის" და მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" ხელმძღვანელებმა წარადგინეს.

ბიუჯეტში გარღვევა მხლოდ "ბრივს" აღმოაჩნდა. საფინანსო კომიტეტემა კლუბის ხელმძღვანელებს ვადა 2011 წლის ივნისამდე მისცა. ამ დროისთვის "ბრივის" პატრონებმა დეფიციტური 500 ათასი ევრო უნდა მოიძიონ.

"ბრივს" პრობლემები გასულ სეზონში დაეწყო. კლუბის ხელმძღვანელებმა მოთამაშეებს ხელფასები 10 პროცენტით შეუმცირეს, რის
გამოც გუნდი რამდენიმე ძლიერმა მოთამაშემ დატოვა. შედეგად, "ბრივი" საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლოდან მეორე ადგილზეა და ელიტურ, პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

"მიხარია, რომ დავალიანების გადახდა გადაგვივადეს. ახლა მთელი კონცენტრაცია გუნდის სპორტულ მიღწევებზე უნდა გადავიტანოთ. "ბრივი" საკამოდ რთულ მდგომარეობაშია და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს დიდი ტრადიციების მქონე გუნდი გადავარჩინოთ", - თქვა "ბრივის" პრეზიდენტმა ჟან-ჟაკ ბერტრანმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული