ბედნიერი შობა ბურჯელალისთვის

AutoSharing Option
ფრანგული "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი შობას შესანიშნავი განწყობით ხვდება. მისმა გუნდმა "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში "ლონდონ აირიში" დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა. თამაში ახალი დასრულებული იყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრების მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

"ვილკოს", წესით, "ტულონში" 2012 წლის ივნისამდე უნდა ეთამაშა, მაგრამ გადაწყვიტა, ამ გუნდში კარიერის კიდევ ერთი წელიწადი გაატაროს.

"მოლაპარაკებამ შესანიშნავად ჩაიარა. ვილკინსონი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის წევრია. ის "ტულონში" თავს ბრწყინვალედ გრძნობს. ისეთი შეგრეძნება აქვს,
თითქოს მთელი ცხოვრებაა აქ თამაშობს", - სიხარულს ვერ მალავდა მურად ბურჯელალი.

პარალელურად ტულონელი მულტიმილიონერი სხვა მეგა ვარსკვლავებზე ნადირობას განაგრძობს.
"საიდუმლო არ არის, რომ "ლონდონ აირიშის" შუამარბით, სეილალა მაპუსუათი ვართ დაინტერესებულნი. თუმცა, ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა, ახალზელანდიელი შუამარბის, სონი ბილ ვილიამსის გადმობირება", - თქვა მან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული