ამასობაში, სამხრეთნახევარსფეროელი ვარსკვლავები ჩრდილოეთში მასობრივად გადაბარგებისთვის ემზადებიან. მათთან მოლაპარაკებებისას განსაკუთრებით ფრანგული გუნდები აქტიურობენ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება დენ კარტერთან, სონი ბილ ვილიამსთან და სხვა ვარსკვლავებთან.
მაშინ, როცა ახალზელანდიელი, ავსტრალიელი და სამხრეთაფრიკელი უძლიერესი მორაგბეები "ჩრდილოეთიდან ამომავალ მზეზე" ოცნებობენ, მაკქოუს ახალი ზელანდიის ნაკრებში თამაშის გარდა, სხვა არაფრის გაგონება არ უნდა.
"რაგბი ჩემი ცხოვრებაა. მთავარი სიამოვნებაა, რასაც რაგბის
2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ, მე და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის წარმომადგენლები დავსხდებით და ვილაპარაკებთ. ვეტყვი, რა მინდა მე და მეტყვიან, რას მოითხოვენ ჩემგან.
არასდროს დამიმალავს, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ყველაფერია. საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებაზე არასდროს მიოცნებია. არასდროს დამავიწყდება, "მილენიუმზე", 80 ათასი ფეხზე მდგონი ქომაგი ოვაციით რომ გვაცილებდა. იდიოტი უნდა იყო კაცი, რომ თუ შეგიძლია, ეს კიდევ ერთხელ არ განიცადო", - თქვა რიჩი მაკქოუმ.
შეგახსენებთ, რომ წლეულს მაკქოუმ და კომპანიამ სამი ერის გათამაშება მოიგო და ნოემბრის ტესტებზე დიდი სლემი შეასრულა. 2011 წელს ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასი რიჩისთვის ბოლო იქნება. ამიტომ, ის ყველაფერს იღონებს, რომ "ვებ ელისის" სახელობის თასი ახალ ზელანდიაში დარჩეს.
სიმსივნის ეპიდემია ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში
ახლი ზელანდიის რაგბის კავშირს სიმსივნის "ეპიდემია" დაერია. ახლახან ცნობილი გახდა, რომ მმართველი საბჭოს წევრს, კრისტოფერ დოიგს სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობა, ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. მან ერთი წლის წინ სიმსივნის მოსაცილებლად ოპერაცია ნაწლავზე გაიკეთა. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ბოლო სამედიცინო შემოწმების შემდეგ, კიდევ ერთი მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.
აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, მსგავსი ავადმყოფობის გამო, თანამდებობიდან გადადგა მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ჯო ჰობსი.