სიმბოლური სამყურებისაა

AutoSharing Option
"ჰეინეკენის თასის" გათამაშების მეოთხე ტური გუშინ ფრანგული "ტულუზისა" და შოტლანდიური "გლაზგოს" მატჩით დასრულდა, რის გამოც ტურის სიმბოლური ნაკრების დასახელება ოდნავ დაგვიანდა.

წინა, მესამე ტურისგან განსხვავებით, ამჯერად ფრანგული კლუბების მორაგბეები უმცირესობაში არიან. საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი, ხუთი მოთამაშე ირლანდიურმა გუნდებმა მიავლინეს. ოთხ-ოთხი მორაგბე ჰყავთ სიმბოლურ ნაკრებში ინგლისისა და უელსის კლუბებს. შოტლანდიურმა და იტალიურმა გუნდებმა მე-4 ტურში წარუმატებლად იასპარეზეს და, ცხადია, გამორჩეული არავინ ჰყავდათ.

სიმბოლური ნაკრები: 15. ბენ ფოდენი (ნორსჰემპთონი), 14. მაქსიმ მედარი (ტულუზი), 13. კესი ლაულალა (კარდიფი), 12. რიკი ფლუტი, 11.
ტომ ვარნდელი (ორივე-ვოსფსი), 10. ფელიპე კონტეპომი (ტულონი), 9. რუან პინარი (ალსტერი). 1. კიან ჰილი (ლენსტერი), 2. რიჩარდ ჰიბარი (ოსფრიზი), 3. ადამ ჯოუნზი (ოსფრიზი), 4. საიმონ შოუ (ვოსფსი), 5. დომინიკ დეი (ჰლანეჰლი), 6. შონ ობრაიენი (ლენსტერი), 7. მარტინ ვილიამსი (კარდიფი), 8. ჯიმი ჰსლიპი (ლენსტერი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული