29 დეკემბერი რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
2008 წელი
"ქონოთმა" მაგნერს ლიგის გათამაშებაში "ჰეინეკენის თასის" მფლობელი ირლანდიური "მანსტერი" დაამარცხა 12:6 და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა. ოთხი საჯარიმო "ადამიანი ხმალად" შერაცხულმა იან კიტლიმ გაიტანა. ქონოთელებს მეტოქისთვის 1986 წლის შემდეგ არ მოეგოთ. აღსანიშნავია, რომ მაიკლ ბრედლის ბიჭებმა, ერთი თვით ადრე, კიდევ ერთი მრისხანე მეტოქე, "ლენსტერი" დაამარცხეს.

1976 წელი
ამ დღეს დაიბადა ავსტრალიის ნაკრების ყოფილი გარემარბი ბენ თუნი. მას შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენს დაშავებული მუხლი ქრონიკულად აწუხებდა, ეროვნულ ნაკრებში 46 კეპი მოიხვეჭა. მისი დებიუტი "ვოლაბების" შემადგენლობაში 1996 წელს
უელსთან მატჩში შედგა. ბოლო თამაში კი 2002 წელს არგენტინის ნაკრებთან შეხვედრა გამოდგა.
ბენ თუნი 1999 წელს მსოფლიო თასზე გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი იყო. მან ფინალში საფრანგეთის ნაკრებს ლელო გაუტანა.

1910 წელი
ინგლისურმა "ლესტერ ტაიგერზმა" "ბარბაროსებთან" ყოველწლიურ საშობაო დაპირისპირებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

1926 წელი
"მაორებმა" 1888 წელს განცდილი მარცხის გამო რევანში აიღეს. მათ "კარდიფ ბლუზს" "არმს პარკზე" 5:3 მოუგეს.

1936 წელი
"ბარბაროსებმა", რომელიც თითქმის მსოფლიოს ნაკრები იყო, "ლესტერ ტაიგერზს" 20:5 მოუგო.

1937 წელი
ერთი წლის შემდეგ "ბარბაროსებმა" ლესტერ ტაიგერზი" კიდევ უფრო გამანადგურებელი ანგარიშით 34:0 დაამარცხეს. "ბარბაროსებში" გამორჩეულნი იყვნენ ყოფილი ლესტერელები, ბერნარდ გედნი და დირკ ოტი. ამ უკანასკნელმა ვიზავი ჯეკ ტეილორი, რომელიც შემდგომში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახდა, აშკარად დაჯაბნა.

1960 წელი
იორკშირმა, რომელიც საგრაფოს ჩემპიონი გახდა, მიდლენდის ნაკრებში 11 მოთამაშე მიავლინა. მიდლენდელებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან 5:16 წააგეს. მატჩი ბირმინგემში გაიმართა.

1964 წელი
ედინბურგის აკადემიისა და ლონდონის ნაკრების შეხვედრა დიდთოვლობის გამო ჩაიშალა. რადგან სტადიონზე საკმაოდ ბევრმა მაყურებელმა მოიყარა თავი, გუნდებმა მათ გასართობად ფეხბურთი ითამაშეს.


ჯორჯ სმითი ამომავალი მზის ქვეყანაში

დავით ქუბრიაშვილის "ტულონისა" და ავსტრალიის ნაკრების მესამეხაზელი ჯორჯ სმითი, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ იაპონიაში გადაბარგდეს. სმითი "ტულონში" წლეულს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩაირიცხა და კონტრაქტი მომავალი წლის მაისის ბოლოს უმთავრდება.

სმითს საკმაოდ მაცდური წინადადებით მიმართა იაპონიის ჩემპიონატის 2008 წლის გამარჯვებულმა "სანიო ვაილდ კნაითსმა". იაპონელებმა ავსტრალიელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. სმითის ჯამაგირი წელიწადში 800 ათასი ევრო იქნება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული