4 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1885 წელი
უელსური რაგბის ლეგენდას, არტურ გოლდს ამ დღეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მაშინ უელისის ნაკრები სუონსიში ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დამარცხდა. გოლდმა ფულბეკად ითამაშა. ის იყო ბოლმდე მებრძოლი, თავდადებული მორაგბე, რომელმაც 16 წლის განმავლობაში ბოლომდე უერთგულა საყვარელ კლუბ "ნიუპორტს".

არტურ გოლდმა ეროვნულ ნაკრებში 27 კეპი მოიხვეჭა. მას 1897 წელს კლუბის ხელმძღვანელებთან ფინასნებთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა და იძულებული გახდა, რაგბის გამოთხოვებოდა.

1907 წელი
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა თავისი ევროპული ტურნეს ბოლო მატჩში, პარიზში საფრანგეთის ეროვნული გუნდი გაანადგურა - 55:6. "ბოკეს"
შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი დიტლოფ მერე გახლდათ. მან გუნდს 22 ქულა მოუტანა.

1925 წელი
ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრების მატჩში, არბიტრმა ალბერტ ფრიტმა მოედნიდან გააძევა ახალზელანდიელი სირილ ბროუნლი. ეს საერთაშორისო მატჩებში მოთამაშის მოედნიდან გაძევების პირველი შემთხვევა იყო. კაცნაკლულმა "ოლ ბლექსმა" მაინც შეძლო მეტოქის დამარცხება - 17:11. ინგლისლებს ოთხი ლელოდან ერთი ბროუნლის ძმამ, მორისმა გაუტანა.

1948 წელი
"ვოლაბებმა" ევროპული ტურნეს საუკეთესო შეხვედრა გამართეს. ავსტრალიის ნაკრებმა "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ გუნდს მშრალი ანგარიშით მოუგო - 11:0. მასპინძლებს სამი ლელოდან ორი კოლ ვინდონმა გაუტანა.

ავსტრალიელებმა საბოლოოდ ოთხი ტესტიდან სამი მოიგეს და ერთი წააგეს. თანაც ისე, რომ ოთხ თამაშში ერთი ლელო მიიღეს.

1970 წელი
ეიჩ ო დე ფილიერსი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი უძლიერესი მორაგბე იყო. ამ დღეს "ბოკემ" შესანიშნავ სტილში დაამარცხა ჩრდილო-აღმოსავლეთის ოლქის ნაკრები 24:11. დე ფილიერსმა ერთი ლელო, სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმო გაიტანა.

1976 წელი
ინგლისის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით შეძლო ავსტრალიის ეროვნული გუნდის დამარცხება - 23:6. "პომები" უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში და მეტოქე როგორც სტატიკურ, ისე დინამიკურ თამაშშიც დაჩაგრეს. თითო ლელო გაიტანეს, დევიდ დეკჰემმა, ბარი კორლესმა და მაიკ ლამპკოვსკიმ. ფულბეკი ალისტერ ჰიგნლი გუნდს სამი საჯარიმოთი და ერთი არეკნით შეეწია.

2009 წელი
"ალსტერმა" "მაგნერს ლიგის" გათამაშებაში, ყველასთვის მოულოდნელად, სტუმრად იოლად სძლია "მანსტერს" - 37:11. აღსანიშნავია, რომ მანსტერელებს აქამდე შინ 1995 წლის შემდეგ არ წაეგოთ. ალსტერელებმა "ჰეინეკენის თასის" მფლობელებს ხუთი ლელო გაუტანეს. თავი პედი ვოლესმა, დარენ კეივიმ, მარკ მაკრეამ, ტომ კურტმა და ენდრიუ ტრიმბლიმ გამოიჩინეს.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ "მანსტერმა" მაშინ "მაგნერს ლიგა" მოიგო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული