10 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1886 წელი
უელსის ნაკრებმა პირველად გამოიყენა საერთაშორისო მატჩში ოთხი უკანახაზელით თამაშის ახალი ტაქტიკა. შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან მარცხის გამო ამ ტაქტიკურ ცვლილებას ორი წელიწადი აღარ იყენებდნენ. მოგვიანებით ფრენკ ჰენკოკმა და არტურ გულდმა შეიმუშავეს მანამდე უცნობი სქემა - ორი მგეზავი, პლუს სამი უკანახაზელი, პლუს ცხრა ფორვარდი.

1897 წელი
არტურ გულდმა უელსის ნაკრებში ბოლო შეხვედრა გამართა. ნიუპორტში უელსელებმა "პომებს" 11:0 მოუგეს. გულდმა ეროვნულ გუნდში 27 კეპი მოიხვეჭა და 18 ლელო გაიტანა.

თაყვანისმცემლებს არ ეთმობოდათ თავიანთი კერპი და გადაწყვიტეს ფული შეეგროვებინათ, რათა გულდისთვის ჰონორარი
გადაეხადათ. თუმცა ეს მსოფლიოს რაგბის მაშინდელი მმართველი ორგანიზაციის, IFRB-ის წესებს ეწინააღმდეგებოდა და ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

1909 წელი
ავსტრალიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს 9:3 მოუგო. ეს იყო ამ გუნდებს შორის გამართული პირველი ტესტ მატჩი. ინგლისის ნაკრების მესამე ხაზში ლეგენდარულმა ედგარ მობსმა ითამაშა. ის პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა და მის მშობლიურ ქალაქში მის საპატივცემულოდ მემორიალი გაიხნსა. რამდენიმე წლის განმავლობაში კი მობსის ხსოვნის მატჩში "ბარბაროსები" აღმოსავლეთ მიდლენდის გუნდს ეთამშებოდნენ.

1954 წელი
ირლანდიის ნაკრებმა "ალსტერის" გმირობა ვერ გაიმეორა და ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან "ლენსდაუნ როუდზე" 3:14 წააგო. "ოლ ბლექსმა" მასპინძლებს ორი ლელო გაუტანა. ერთი მესამეხაზელ ბობ სტიუარტის ანგარიშზეა, მეორე კი უკანახაზელმა ბილ კლარკმა მიითვალა.

1965 წელი
შოტლანდიის ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებთან 8:16 წააგო. ეს მატჩი ბოლო გამოდგა შოტლანდიის ნაკრებში კენ სკოტლენდისთვის, რომელმაც ეროვნულ გუნდში 27 კეპი მოიხვეჭა. აღსანიშნავია, რომ თამაში "სტად კოლომბეზე" გაიმართა, სადაც, რვა წლით ადრე, ეროვნულ ნაკრებში სკოტლენდის დებიუტი შედგა.

1982 წელი

ავსტრალიელი "ბარბაროსები" ევროპულ ტურნეში იმყოფებოდნენ. მათი ბოლო მატჩი კარდიფში, უელსის ნაკრებთან დიდთოვლობის გამო არ შედგა. მასპინძლებმა გუნდი ვერტმფრენით ლონდონის აეროპორტში გადაიყვანეს და ავსტრალიაში მიმავალ რეისს ბოლო მომენტში მიუსწრეს.

2008 წელი
შონ ედვარდსი უელსის ნაკრების მენეჯერად დაინიშნა, მას შემდეგ რაც "ნიუკასლის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბეიტსმა თანხმობა განაცხადა ინგლისის A ნაკრების ხელმძღვანელობაზე. ედვარდსს სანაკრებო კარიერის პარალელურად არც კლუბში შეუწყვეტია მუშაობა და ლონდონის "ვოსფსში" მუშაობდა.

2009 წელი

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი ცხრა ნომერი ჯასტინ მარშალი კლუბმა დასაჯა. მან უარი განაცხადა "ტულუზთან" მატჩის ბოლო წუთებზე შეცვლაზე შესულიყო. ის თამაში "მონპელიემ" 0:34 წააგო.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული