იაპონელი ლეგენდა წავიდა

AutoSharing Option
იაპონიის ნაკრების გარემარბი დაისუკე ოჰატა რაგბის გამოეთხოვა. 35 წლის ოჰატა მსოფლიოს რეკორდსმენია - 58 ტესტ მატჩში, 1996-2006 წლებში, 69 ლელო გაიტანა, რაც ხუთი ლელოთი აღემატება ლეგენდარული ავსტრალიელის, დევიდ კემფიზის მაჩვენებელს.

ოჰატამ იაპონიის ლიგის ფინალში "კობი კობელკო სტილერსსა" და "ტოიოტა შოკი შატლზს" შორის მატჩში მუხლი დაიშავა. ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, გადაწყვიტა, ბუცები ლურსმანზე დაკიდოს.

"გული მწყდება, რომ ასე ცუდად დავამთავრე, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან კარგი კარიერა მქონდა და მსოფლიოს რაგბიში ჩემი კვალი დავტოვე", - თქვა მან.








.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული