18 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1920 წელი
ჯერი შეა გახდა პირველი მორაგბე, რომელმაც საერთაშორისო შეხვედრაში ყველა შესაძლო ხერხით მოიპოვა ქულები. მან უელსის ნაკრების შემადგენლობაში ინგლისის ეროვნულ გუნდთან მატჩში ერთი ლელო, ერთი გარდასხვა, ერთი საჯარიმო და ორი არეკნი მიითვალა. უელსელებმა მეტოქე 19:5 დაამარცხეს.

1948 წელი
უელსის ნაკრებში "კარდიფ ბლუზის" ათმა მორაგბემ ითამაშა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. უელსელებმა სტუმრად, "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთან ფრედ ითამაშეს - 3:3. ინგლისელთაგან საჯარიმო, უელსელი გარემარბის კენ ჯოუნზის ლელოს საპირწონედ, სიდ ნიუმენმა გაიტანა.

1959 წელი
კარდიფში, ატალახებულ მოედანზე, უელსის ნაკრებმა "პომები" დებიუტანტის დიუი ბების
ერთადერთი ლელოს წყალობით დაამარცხეს - 5:0. ამავე მატჩში დებიუტი ჰქონდა ინგლისელთა მგეზავ ბეი რიზმანს, რომელმაც მოგვიანებით "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ოთხი მატჩი გამართა. 23 წლის ასაკში კი რაგბი ლიგაში გადაბარგდა.

1962 წელი
ყმაწვილი ბობ ჰილერი თემზის სამხრეთ სკოლის ნაკრების დამრტყმელი იყო. თუმცა მისი გუნდი ჩრდილოელებმა 6:8 დაამარცხეს.

1976 წელი
უელსის ნაკრებმა "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ გუნდთან მატჩში ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია - 21:9. უელსელთაგან ორი ლელო ჯი პი არ ვილიამსმა დადო. ერთი ლელო, კიდევ ერთი ლეგენდარული მორაგბის, გერეთ ედვარდსის ანგარიშზეა. უელსის ნაკრებმა დიდი სლემი შეასრულა.

1981 წელი
უელსის ნაკრებმა ხუთი ერის გათამაშება კარდიფში "პომებთან" გამარჯვებით გახსნა - 21:19. გამარჯვების მომტანი საჯარიმო მატჩის ბოლო წუთზე სტივ ფენვიკმა გაიტანა. ჯარიმა ბრინმორ ვილიამსმა, შემდგომში ინგლისელთა ლეგენდარულ მწვრთნელ, კლაივ ვუდვორდთან ორთაბრძოლაში გამოიმუშავა. "პომებს" 19 ქულა ფულბეკმა დასტი ჰარიმ მოუტანა. მან ერთი ლელო და ხუთი საჯარიმო გაიტანა. ჯი პი არ ვილიამსმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მეთერთმეტედ ითამაშა და ყველა მატჩში გამარჯვებული გამოვიდა.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული