უელსის ნაკრების ცხრა ნომერმა დიკი ოუენმა ეროვნულ გუნდში 34-ე კეპი მოიხვეჭა, რითაც 11 წლით ადრე ბილი ბენკროფტის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. ოუენი "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებთან 0:8 წაგებულ მატჩში გუნდის კაპიტანი იყო. ეს მისი ბოლო შეხვედრა გამოდგა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. ოუენი რაგბიდან 34 წლის ასაკში წავიდა.
1923 წელი
ინგლისის ნაკრების მესამეხაზელ ლეო პარაისი ყველაზე სწრაფი ლელოს გამტანად მოევლინა რაგბის სამყაროსა. მან "თქვიქნემზე" უელსის ეროვნულ გუნდთან მატჩში ლელო მე-10 წუთზე გაიტანა. "პომებმა" მეტოქეს 7:3 მოუგეს. ერთი არეკნი ინგლისლეთა გარემარბის ალისტერ
1934 წელი
კარდიფში "არმს პარკზე" ჩრდილოეთის ტრიბუნა ოფიციალურად ინგლისის ნაკრებთან მატჩით გაიხსნა. უელსელებმა შეხვედრა მშრალი ანგარიშით - 0:9 წააგეს. თამაშის გმირი ინგლისელთა გარემარბი გრემ მეიკლი გახდა, რომელმაც ორი ლელო მიითვალა.
1968 წელი
გერეთ ედვარდსმა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში პირველი ლელო გაიტანა. უელსის ნაკრებმა "თვიქნემზე" "პომებთან" ფრეს მიაღწია - 11:11. უელსელთაგან მეორე ლელო ბობი უონბონის ანგარიშზეა, რომელმაც ეროვნულ გუნდში პირველად და უკანასკნელად ითამაშა.
1973 წელი
ტომ გრეისის ლელოს წყალობით ირლანდიის ნაკრებმა "ლენსდაუნ როუდზე" "ოლ ბლექსთან" ფრედ 10:10 ითამაშა. ახალზელანდიელებთან მიღწეული ეს შედეგი ირლანდიელებისთვის დღემდე საუკეთესოა. ვილი-ჯონ მაკბრეიდი იმ შეხვედრაში მეორე ხაზში იდგა. ტომ კირნენმა ორი საჯარიმო გაიტანა.
1979 წელი
უელსელებმა დაამტკიცეს, რომ ჯერარდ დევისის, გერეთ ედვარდსისა და ფილ ბენეტის რაგბიდან წასვლის მიუხედავად, მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენენ და დიდი სლემი შეასრულეს. უელსის ნაკრებმა ხუთი ერის პირველ მატჩში, "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს სძლია - 19:13. შესაძლოა, უელსელთა შორის ყველაზე მეტად ტერი ჰოლმსს გაუჭირდა. მან ლეგენდარული გერეთ ედვარდსის ადგილი დაიკავა და ერთი ლელოც მიითვალა.
1990 წელი
რორი ანდერვუდი ინგლისის ნაკრების საუკეთესო მელელოვე გახდა. მან ირლანდიის ნაკრებთან მშრალი ანგარიშით 23:0 მოგებულ მატჩში თავისი მე-18 ლელო გაიტანა და სირილ ლოუს რეკორდი გააუმჯბესა. ლოუ ინგლისის ეროვნული გუნდის ღირსებას 1913-23 წლებში იცავდა.
2009 წელი
ინგლისის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ "ბასის" შერკინების ბურჯი მეთ სტივენსი დოპინგ კონროლზე ჩავარდა. მას დროებით აუკრძალეს ნებსმიერ ტურნირში თამაში და ეროვნული ნაკრებიდანაც გარიცხეს. მოგვიანებით სტივენსს ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. მას განაჩენი არ გაუსაჩივრებია.