ფიჯის თამაში ახალ ზელანდიაში საეჭვოა

AutoSharing Option
ფიჯის ნაკრებმა შესაძლოა ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ვერ იასპარეზოს. ამის შესახებ IRB-ს ფიჯის რაგბის კავშირმა აცნობა.

ფიჯის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა მთელი შემადგენლობით გადადგა, მას შემდეგ, რაც ფიჯის ხელისუფლებამ უარი უთხრა ეროვნული ნაკრების დაფინანსებაზე. რაგბის კავშირმა, გუნდის სათანადოდ მოსამზადებლად, სახელმწიფოსგან 3 მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვა.

ფიჯის სპორტის მინისტრის ფილიპ ბოლეს აქტიური ძალისხმევით რაგბის კავშირის ხელმძღვანელობაში ახალი ადამიანები მივიდნენ. თუმცა, როგორც IRB-ის მიერ გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამი, სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება ფიჯის IRB-დან გარიცხვის საკითხი.

IRB-ს
პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე და აღმასრულებელი დირექტორი მაიკ მილერი ფიჯის რაგბის კავშირის ახალ შემადგენლობას თებერვალში შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე ფიჯის ნაკრები D ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, უელსის, სამოასა და ნამიბიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული