სიპრიანი ინგლისიდან გამოძახებას ელოდება

AutoSharing Option
"მელბურნ რებლზის" ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანი იმედოვნებს, რომ ყველა სირთულე უკან დარჩება და ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე იასპარეზებს.

სიპრიანის ვარსკვლავი მსოფლიო რაგბის ცის კამარაზე სწრაფად აკიაფდა. საკმაოდ ახალგაზრდამ, ეროვნულ გუნდში რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. "პომების" თავკაცებთან მას ურთიერთობა ნელ-ნელა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ერთ-ერთ ბულვარულ გაზეთში მისი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ასახული იყო, როგორ გამოდიოდა სიპრიანი შოტლანდიასთან მატჩამდე ორი დღით ადრე ღამის კლუბიდან.

დენიმ მაშინ თავი იმართლა, მეგობრებს მატზე დასასწრები ბილეთები მივუტანეო. მოგვიანებით გაზეთები ისევ აჭრელდა სიპრიანის ფოტოებით. ამჟერად მას
ხშირად ხედავდნენ ფოტომოდელ კელი ბრუკთან ერთად. ერთი სიტყვით, ყოველივე ამან, მის თამაშზე ცუდი გავლენა იქონია და "პომების თავკაც, მარტინ ჯონსონთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭა.

სიპრიანიმ ავსტრალიას მიაშურა და თავის დროს მთლიანად რაგბის უთმობს. ის აქ, "მელბურნ რებლზში" ცნობილი ავსტრალიელი მწვრთნელის როდ მაკქუინის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ. "მელბურნ რებლზი" შესანიშნავი გუნდია. მოთამაშებმა ერთმანეთს კარგად გავუგეთ და, ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ.

ყველაფერს ვიღონებ, რომ უკეთ ავთამაშდე და ინგლისის ნაკრებში თამაში დავიმსახურო. თუ მწვრთნელები გადაწყვეტილებას შეცვლიან, "პომების" კვართით თამაშისთვის ყოველთვის მზად ვარ" - თქვა დენი სიპრიანიმ.

"ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ის პრობლემები, რაც დენის წარსულში ჰქონდა. ეს ყველაფერი ახლა წარსულშია და ის ავსტრალიაში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. სიპრიანი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და, ვფიქრობ, ის "მელბურნ რებლზთან" ერთად ზე რაგბის დაუბრუნდება" - თქვა როდ მაკქუინმა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული