ახალზელანდიელები ჰეიმენზე უარს ამბობენ

AutoSharing Option
ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, ახალი ზალანდიის რაგბის კავშირი საფრანგეთში, "ტულონში" მოთამაშე შერკინების ბურჯ, კარლ ჰეიმენის დაბრუნებას აპირებს, კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ უარყო.

"ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა დაადასტურა, რომ თუ 31 წლის ჰეიემენს ნაკრებში გამოიძახებენ, რათა სექტემბერში მსოფლიოს თასზე ითამაშოს, კლუბი პრობლემას არ შეუქმნის.

კარლ ჰეიმენმა ეროვნულ ნაკრებში ბოლო, 45-ე მატჩში 2007 წლის მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მას შემდეგ "ოლ ბლექსის" 3-ნომრიანი მაისური ახალგაზრდა ოუენ ფრენქსს გადაულოცეს.

ჰეიმენი "ტულონში" შესანიშნავად ასპარეზობს, რამაც იმედი ჩაუსახა, რომ ახალი ზელანდიის
ნაკრებში დაბრუნებას შეძლებს. თუმცა სტივ ტიუმ მისი სანაკრებო კარიერა საეჭვოდ აქცია.

"ჩვენ კარლთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. უკვე რამდენი წელიწადია მას ახალ ზელანდიაში დაბრუნებას და კონტრაქტის გაფორმებას ვთხოვდით, მაგრამ მან "ტულონი" არჩია. ეს მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენთან კონტრაქტის გარეშე კი კარლი ეროვნულ გუნდში ვერ ითამაშებს", - თქვა ტიუმ.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული