მატჩი "ბოკეს" უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმი აფრიკელებმა 16:0 მოიგეს, "პუმებმა" კი ქულები მხოლოდ მეორე ნახევარში დააგროვეს.
სამხრეთაფრიკელთაგან ლელო ჯეი პი პიტერსენმა (მე-5 წუთი) და ებენ ესტებესმა (43) დადეს. სამხრეთამერიკელთა ერთადერთი ლელო კი ხუან პაბლო ორლანდიმ ბოლო წუთზე მიითვალა.
დღეს, 31 ოქტომბერს მსოფლიოს თასის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება.