29 იანვარი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
1882 წელი
უელსის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი მოიგო სტუმრად, დუბლინში ირლანდიის ეროვნულ გუნდთან. უელსელებმა თავიანთ პირველ ტესტ მატჩში ერთი წლით ადრე მარცხი განიცადეს ბლეკჰიტში ინგლისის ნაკრებთან.

"სამყურებთან" შეხვედრა ძალზედ ცუდ ამინდში შედგა, თუმცა უელსელებმა ოთხი ლელოს გატანა მოახერხეს. თითო ლელო მიითვალეს ტომას ბეიკერ-ჯოუნზმა, ტომ კლეპმა, ჯეიმზ ბრეიდმა და ბილ ევანსმა.

1911 წელი
ინგლისის ნაკრებმა "თვიქნემზე" საფრანგეთის ეროვნულ გუნდს მოუგო 37:0. მატჩის გმირი "პომების" გარემარბი დანიელ ლამბერტი გახდა, რომელმაც ორი ლელო, ხუთი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (22 ქულა). ამ შეხვედრის
ამსახველი კადრები "თვიქნემის" რაგბის მუზეუმში ინახება.

1950 წელი
ირლანდიის ნაკრებმა სტუმრად პარიზში ფრეს მიაღწია საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში - 3:3. "სამყურები" მარცხისგან ცხრა ნომერმა ჯონ ბარჯესმა იხსნა. მან ბოლო წუთზე საჯარიმო გაიტანა.

1956 წელი
ჯიმი რიჩის დებიუტი ჰქონდა ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში. "სამყურებმა" იმ დღეს პარიზში 8:14 წააგეს. ფრანგთა გუნდიდან თითო ლელო ანდრე ბონიფასმა და რობერტ ბოლონიმ მიითვალეს.

2001 წელი
ინგლისურმა "ლესტერ ტაიგერზმა" "ჰაინეკენის თასი" მოიპოვა. გზად კი, მეოთხედფინალში უელსური "სუონსი" ჩამოიცილა. ინგლისელებმა მეტქე 41:10 გაანადგურეს.

2009 წელი
"ლესტერ ტაიგერზის" მთავარი მწვრთნელი ჰეინეკე მეიერი თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ რაც ოჯახური პრობლემების გამო სამხრეთ აფრიკაში დარჩენა დიდი ხნით მოუწია. ის სამშობლოში 2008 წლის დეკემბერში დაბრუნდა, რადგან მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მძიმედ იყო ავად.

"მეიერის გადადგომა დიდი წუხილით მივიღეთ, რადგან მან გუნდთან ერთად შესანიშნავი შედეგები აჩვენა. მის მიმართ ყველა კეთილგანწყობით ვიყავით, თუმცა ის "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი ვეღარ იქნება", - თქვა გუნდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე პიტერ ტომმა.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული