მიკი რურკი ჰომოსექსუალი მორაგბის როლში

AutoSharing Option
ცნობილი კინომსხიობი მიკი რურკი ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება. მას მორაგბის როლის განსხიერება სურს. შარშან უელსის ნაკრების ერთ-ერთმა წამყვანმა მორაგბემ გერეთ ტომასმა, პირველმა მსოფლიო რაგბის ისტორიაში, აღიარა, რომ ჰომოსექსუალია. მიკი რურკმა ამ ისტორიის შესახებ, ცხადია, გაზეთებიდან შეიტყო და მისი ეკრანიზაციით დაინტერესდა.

გასულ უქმეებზე კინომსახიობი და გერეთ ტომასი ლონდონში შეხვდნენ. სადილისას მათ მომავალი ფილმის თაობაზე ისაუბრეს. ტომასის ერთ-ერთმა მენეჯერმა განცხადა:

"მიკი ძალიანაა მონდომებული: ამ ისტორიის შესახებ ფილმი შექმნას. შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, მისი ჩანაფიქრი განხორციელდება. ახლა ყველაფერი მენეჯერებზეა
დამოკიდებული. საქმე ბოლომდე მათ უნდა მიიყვანონ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული