"ქარის თასის" გათამაშების მეორე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ერთიღა დარჩა. "ვესტერნ პროვანსმა" ორივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და პირველობაზე საფუძვლიან პრეტენზიას აცხადებს.
დასავლეთელებმა მეორე ტურში შინ "ლაიონზი" მშრალი ანგარიშით - 32:0 დაამარცხეს. მასპინძელთაგან ფეხჩუბინობით თავი გამოიჩინა მგეზავმა ვილემ დე ფაალმა, რომელმაც ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა (17 ქულა) გაიტანა. თითო ლელო იოჰანეს ლოვის, კონრად იანტისისა და პიტერ აბრაჰამ მიბურხის ანგარიშზეა.
საკმაოდ უხვლელოიანი გამოდგა "ნატალ შარქსისა" და "ბლუ ბულზის" შეხვედრა დურბანში. "ზვიგენებმა", რომლებმაც მეტოქის სამი ლელოს საპირწონედ ხუთი გაიტანეს, 34:28 მოიგეს. არადა, პირველ
ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში განვითრდა, თუმცა "ნატალ შარქსი", შეიძლება ითქვას, სიტუაციას აკონტროლებდა და მეტოქეს დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა. დურბანელთაგან ხუთი ლელოდან ორ-ორი გარემარბ ნკედო მვოვოსა და მესამეხაზელ კიგან დენიელზის ანგარიშზეა. ერთიც შერკინების კვაჭმა კრეიგ ბარდენმა მიითვალა.
განსაკუთრებულ ინტერეს იწვევდა ზე 14-ში მოასპარეზე "ჩიტაზისა" და პირველი ტურის სენსაციის ავტორის "გრიკასის" დაპირისპირება ბლუმფონტეინში. თამაში აქაც უხვლელოიანი გამოდგა და გამარჯვება ჩიტაზელებს დარჩათ - 33:26.
მასპინძელთა გუნდიდან ჰეთ თრიკი შერკინების ბურჯმა კონრად ოსტერჰუიზენმა შეასრულა. თითო ლელო კი გარემარბმა იონგიკაია ნოკვემ და შუამარბმა რობერტ ებერსონმა გაიტანეს. "გრიკასიდან" გამორჩეული ისევ მგეზავი იგნატიუს პეტრუს ულიფიე იყო. მან ორი გარდასხვა და ოთხი საჯარიმო (16 ქულა) მიითვალა.
მართლაც სასეირო გამოდგა აუტსაიდერების, "პუმასისა" და "ლეოპარდსის" მატჩი. მასპინძლებმა მეტოქე 37:32 დაამარცხეს. სულ კი თამაშში ათი ლელო გავიდა. "პუმასის" მგეზავმა გრემ ვოტსმა სამი ლელოს გატანა მოახერხა. მანვე სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო დაარტყა ზუსტად (27 ქულა).
ქარის თასი
II ტური
ჩიტაზი-გრიკასი 33:26, ვესტერნ პროვანსი-ლაიონზი 32:0, ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი 34:28, პუმასი-ლეოპარდსი 37:32
სატურნირო მდგომარეობა
1. ვესტერნ პროვანსი - 8 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 7, 3. ბლუ ბულზი - 6, 4. გრიკასი - 6, 5. ლაიონზი - 5, 6. ჩიტაზი - 5, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 2.