მეტოქე: "არწივებს" მაიკ ტოლკინი გაწვრთნის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 16 ივნისს ტესტ მატჩში სტუმრად ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდება.

"არწივებმა" ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. შედეგად ამ გუნდის ირლანდიელი თავკაცი ედი ოსალივანი თანამდებობდიან გადადგა.

ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარ მწვრთნელად მაიკ ტოლკინი დაინიშნა, რომლის სამწვრთნელო კარიერაც სათავეს 1986 წლიდან იღებს. მას თითქმის ყველა დონეზე უმუშავია, ბავშვთა გუნდებიდან დაწყებული, ეროვნული ნაკრებით დამთავრებული.

ტოლკინი ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში აშშ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

"იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაცია კვლავაც
მსოფლიოს თასზე გამოსვლა იქნება. შევეცდები, რომ ძველი, გამოციდლი და ახალი მოთამაშეების ინტეგრაცია უმტკივნეულოდ მოხდეს" - თქვა მაიკ ტოლკინმა.

"მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და კარგად ესმის ამერიკელი მორაგბეების პრობლემები. დარწმუნებული ვარ, მაიკი მისი წინამორბედის, ედი ოსალივანის დაწყებულ საქმეს განაგრძობს და ჩვენს ნაკრებს უფრო მაღალ საფეხურხე აიყვანს" - იმედოვნებს აშშ-ს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ნაიჯელ მელვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული