უელსმა ტესტები დაგეგმა

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების წლევანდელმა გამარჯვებულმა უელსის ნაკრებმა ნოემბრის ტესტების განრიგი დაადგინა. "წითელი ურჩხულები" შემოდგომაზე ოთხ მატჩს გამართავენ. მათი პირველი მეტოქე 10 ნოემბერს არგენტინის ეროვნული გუნდი იქნება. ერთი კვირის თავზე კი სამოას უმასპინძლებენ.

უელსელთათვის ყველაზე პრინციპული მეტოქე მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრებია, რომლისთვისაც 1953 წლის შემდეგ აღარ მოუგია. ბოლო მატჩს კი ევროპის საუკეთესო გუნდი 1 დეკემბერს ავსტრალიის ნაკრებთან გამართავს.

"მოხარულნი ვართ, რომ შემოდგომაზე საკმაოდ სერიოზული ტურნე მოგველის. მსოფლიოს თასის მფლობელთან პაექრობას მოუთმენლად ველით. საინტერესო იქნება ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაც. არგენტინის
მძლავრ შერკინებასთან ბრძოლა კი მუდამ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა" - თქვა უელსის ნაკრების თავკაცმა უორენ გეთლენდმა.

10 ნოემბერი
უელსი-არგენტინა

16 ნოემბერი
უელსი-სამოა

24 ნოემბერი
უელსი-ახალი ზელანდია

1 დეკემბერი
უელსი-ავსტრალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული