"თვიქნემის" გაზონი კარგ მდგომარეობაში კი იყო, მაგრამ ლონდონში საკმად ციოდა და სტადიონი მხოლოდ სანახევროდ შევსებულა. ვინც სიცივეს გაუძლო, არ ინანა. მსოფლიოს ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა "ბარბაროსებმა" და "ბოკემ" მაყურებელს შესანიშნავი "სპექტაკლი" უჩვენს.
"ბარბაროსების" თავკაცმა, სამხრეთაფრიკელმა ნიკ მალეტმა, რომელიც იტალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია, ძირითადი აქცენტი ახალზელანდიელ და ავსტრალიელ მორაგბეებზე გააკეთა,
ასეა თუ ისე, "ბარბაროსებმა" თამაშის დასაწყისიდანვე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებს სამი ლელო გაუტანეს. ანგარიში საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ იუბილარების ავტრალიელი გარემარბის დრიუ მიტჩელის მიერ გატანილი ლელოთი გაიხსნა. ფულბეკმა ჯეიმზ ოკონორმა ვერ გარდასახა.
"ბოკემ" ანგარიშში სხვაობა მალევე, ოთხ წუთში შეამცირა. საჯარიმო გაიტანა მგეზავმა ელტონ იანტისმა - 3:5. ამან "ბარბაროსები" მეტად გაახელა და მომდევნო ათ წუთში მსოფლიოს ჩემპიონებს, ჯერ ოკონორმა და მერე მითჩელმა, თითო ლელო დაუდეს. ორივეჯერ გარდასახვა ოკონორმა დაარტყა ზუსტად. 19:3 - ასე დამთავრდა პირველი ტაიმი.
შესვენებაზე, როგორც ჩანს, პიტერ დე ფილიერსი მოთამაშეებს მკაცრად ელაპარაკა. მეორე ტაიმში სათამაშოდ "ბოკე" სრულიად სახეშეცვლილი გამოვიდა და მალევე, სამ წუთში გარემარბმა ოდვა ნდუნგანემ "ბარბაროსების" დალელოვება შეძლო, იანტისმა გარდასახა - 10:19.
სამხრეთაფრიკელებს მატჩის გადარჩენის იმედი 61-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მეორეხაზელმა კვენტინ გელდენჰაუზმა გადაუწურათ. მის მიერ გატანილი ლელო ოკონორმა გარდასახა - 26:10. "ბოკემ" ხელი მატჩის ბოლო ათ წუთში გამოიღო, ბაკის ბოთამ და ბენდისე მაკუმ თითო ლელო კი მიითვალეს, მაგრამ იანტისმა ვერცერთი გარდასახა - 20:26.
ბარბაროსები-სამხრეთ აფრიკა 26:20
ბარბაროსები: 15. ჯეიმზ ოკონორი, 14. ჯო როკოთოკო, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მაა ნონუ,11. დრიუ მიტჩელი, 10. მეთ გიტო, 9. ვილი გენია. 8. კოლინ ბორკი, 7. მარტინ ვილიამსი, 6. როდნი სოოიალო, 5. კრის ჯეკი, 4. ენდრიუ ფან ზილი, 3. ნემია ტიალატა, 2. სტივენ მური, 1. სალვატორე პერუჯინი.
16. კევინ მეალამუ, 17. ჯონ იაპი, 18. კვენტინ გელდენჰაუზი, 19. დანეილ ბრეიდი, 20. ენდი ელისი, 21. სტივენ დონალდი, 22. სერუ რაბენი.
4ლ: მიტჩელი (2), ოკონორი, გელდენაჰაუზი. 3გ: ოკონორი.
სამხრეთ აფრიკა: 15. პატრიკ ლამბიე, 14. ოდვა ნდუნგანე, 13. ედი იაკობსი, 12. ანდრიეს სტრაუსი, 11. ლვაზი მვოვო, 10. ელტონ იანტისი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. კონი ოოსტოიზენი, 2. ადრიან სტრაუსი, 3. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 4. ბაკის ბოთა, 5. ალისტერ ჰარგრეივზი, 6. ვილემ ალბერტსი, 7. ჟუან სმითი, 8. რაიან კანკოვსკი.
16. ბენდისე მაკუ, 17. ტენდაი მთავარირა, 18. ვიქტორ მეტფილდი, 19. ფილიპ ფან დერ მერვე, 20. კიგან დენიელი, 21. კარლ მაკლოიდი, 22. ხიო ეპლონი.
3ლ: ნდუნგანე, ბოთა, მაკუ. ს,გ: იანტისი.
მსაჯი: პასკალ გოზერე (საფრანგეთი).
დუბაი ინგლისისაა
შვიდკაცა რაგბის მოსფლიო სერიის პირველი ეტაპი დუბაიში გაიმართა. ყველასთვის მოულოდნელად შეჯიბრება ინგლისის ნაკრებმა მოიგო, რომლემაც მთელი ტურნირი დაუმარცხებლად განვლო. "პომებს" მთავარი ბრძოლები პლეი ოფში გადახდათ. მეოთხედფინალში ინგლისელებმა მატჩის ბოლო წუთზე ავსტრალიის შვიდკაცა რაგბის ნაკრები 24:21 დაამარცხა, ნახევარფინალში კი "ვოლაბების" მეზობელ ახალი ზელანდიის ნაკრებს მოუგო - 19:14. ფინალში ევროპელებმა მსოფლიო სერიის შარშანდელ გამარჯვებულ სამოას სძლიეს - 29:21.
მეოთხედფინალი
ახალი ზელანდია-უელსი 35:7, ავსტრალია-ინგლისი 21:24, ფიჯი-სამხრეთ აფრიკა 21:19, სამოა-აშშ 38:5.
ნახევრაფინალი
ინგლისი-ახალი ზელანდია 19:14, სამოა-ფიჯი 24:21
ფინალი
ინგლისი-სამოა 29:21
საერთო ჩათვლა
1. ინგლისი - 24 ქულა, 2. სამოა - 20, 3. ფიჯი - 16, 4. ახალი ზელანდია - 16, 5. სამხრეთ აფრიკა - 12, 6. ავსტრალია - 8, 7. აშშ - 6, 8. უელსი - 6, 9. არგენტინა - 4.