ნოემბრის ტესტები: ევროპა სამხრეთს უახლოვდება?

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ნოემბრის ტესტების ციებ-ცხელება დაიწყო. სარაგბო ზეიმის პირველ დღეს რამდენიმე საინტერესო, შეიძლება ითქვას, მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

ყველაზე ხმაურიანი მაინც დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" ირლანდიის ნაკრების მიერ სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის ძლევა იყო - 29:15. "ბოკეს" მთავარი მწვრთნელი ჰეინკე მეიერი თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე აფრთხილებდა მოთამაშეებსაც და ქომაგებსაც, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მოუწევდათ ჭიდილი.

"სამყურების" ამ გამარჯვებამ, ცხადია, სხვა ევროპულ ნაკრებებსაც გაუღვიძა მომხდურთა დამარცხების სურვილი. ინგლისის ნაკრებმა მედგარი ბრძოლა გაუმართა ახალი ზელანდიის ნაკრებს და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში მოუგო კიდეც,
საბოლოოდ სამი ქულის სხვაობით დამარცხდა - 21:24.

"პომები" მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშების მასპინძლები არიან და ამ უდიდესი სარაგბო ფორუმისთვის გაძლიერებულ რეჟიმში ემზადებიან. ისინი ყველაფერს იღონებენ, რათა "ვებ ელისის" თასი ინგლისიდან არავის გაატანონ.

კიდევ ერთი სამხრეთელი "ბობოლას" დამარცხების შანსი გაუშვა ხელიდან უელსის ნაკრებმა. "წითელმა ურჩხულებმა" კარდიფში, "მილენიუმზე" წააგეს ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან - 28:33. "ვოლაბებს" მასპინძლებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს. მაიკ ჩეიკას სამწყსომ უელსელთა შეუპოვრობა მატჩის მიწურულსღა დაძლიეს.

პირველივე მატჩში გაიმარჯვა ახალზელანდიელი მწვრთნელის, ვერნ კოტერის ხელმძღვანელობით შოტლანდიის ნაკრებმა. "ნარშავებმა" შინ, "მერიფილდზე" არგენტინის ნაკრები დაამარცხეს - 41:31. ამ შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, განსხვავება სამხრეთელთა და ჩრდილოეთელთა შორის სათამაშო კლასში შემცირდა. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყოდით ივნისის ტესტებისას.

გასულ უქმეებზე, არგენტინისა და ახალი ზელანდიის გარდა, 2015 წლის მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" კიდევ ერთმა მეტოქემ, ნამიბიის ნაკრებმაც ითამაშა. აფრიკელებმა კანადას მედგარი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა 13:17 დამარცხდნენ.

ნოემბრის ტესტებზე ჩვენი კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, იაპონიის ეროვნული გუნდი ტოკიოში ახალზელანდიელ მაორებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 18:20 დამარცხდა. მაორებმა გამარჯვებას მატჩის ბოლო წუთზე მიაღწიეს. იმ დროისთვის სტუმრები 15:18 აგებდნენ. მათი სწრაფი კონტრიერიში კი ახალზელანდიურ სტილში სწრაფი და შედეგიანი გამოვიდა.

იაპონელები მორიგ ტესტს მომავალ უქმეებზე ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრებთან გამართავენ.

იქამდე კი "მუხის ფოთლებმა" საკუთარ მოედანზე წააგეს აშშ-ის ნაკრებთან - 17:27.

ტესტები
კანადა-ნამიბია 17:13
კანადა: ლ - დალა. 4ს - მაკრორი.
ნამიბია: ლ - ბურგერი. 2ს,გ - კუცია.

იტალია-სამოა 23:14
იტალია: 2ლ - ფავარო, პარისე. 4ს.გ - ჰაიმონა.
სამოა: ლ - ლამო. 2ს,გ - პისი.

ინგლისი-ახალი ზელანდია 21:24
ინგლისი: 2ლ - მეი, საკარიმო. 3ს - ფარელი (3), გ - ფორდი.
ახ.ზელანდია: 3ლ - კრადენი, მაქოა, ფაუმუინა. 3ს - კრადენი (2), ბარეტი.

უელსი-ავსტრალია 28:33
უელსი: 4ლ - ვებ, კატბერტი, ა.ვ. ჯოუნზი, საჯარიმო. 4გ - ჰალპფენი (2), ბიგარი, პრისტლანდი.
ავსტრალია: 3ლ - ფოლაუ (2), კურიდრანი. 3ს,3გ,ა - ფოლი.

რუმინეთი-აშშ 17:27
რუმინეთი: 2ლ - კარპო, საჯარიმო. 2გ,ს - ვლაიკუ.
აშშ: 3ლ - ნგვენია, სტანფილი, ნუა. 3გ.ს - სიდალი. ა - პეტრი.

საფრანგეთი-ფიჯი 40:15
საფრანგეთი: 5ლ - ტომასი (3), პაპე, ფოფანა. 3ს - ლოპესი. 3გ - ლოპესი (2), კოკოთი.
ფიჯი: 2ლ - რატინი, ნაგუსა. ს,გ - ნადოლო.

ირლანდია-სამ. აფრიკა 29:15
ირლანდია: 2ლ - რადოკი, ბოუი. 5ს - სექსტონი, მადიგანი. 2გ - სექსტონი.
სამ.აფრიკა: 2ლ - კუცია, პიტერსენი.

შოტლანდია-არგენტინა 41:31
შოტლანდია: 5ლ - რ. გრეი, ჯ. გრეი, მეთლენდი, ჰოგი, სეიმური. 5გ - ლაიდლოუ (4), ვეირი, 2ს: ლაიდლოუ.
არგენტინა: 3 ლ - ორტეგა, საჯარიმო, კუბელი. 4გ - სანჩესი, ერნანდესი (3). ს - სანჩესი.

იაპონია-მაორები 18:20
იაპონია: 2ლ - იამადა, საჯარიმო. 2ს,გ - გორომარუ.
მაორები: 3ლ - ტეილორი, მილნერი, პიორი. ს,გ - ვესტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრასლაცია თუ იქნება?
ლევანი
14:53 15-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული